00:24 21 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
ხიდაშელი ერევანში

საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა ყარაბაღში სიტუაცია განიხილეს

Sputnik Армения / Асатур Есаянц
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
მთიან ყარაბაღში სიტუაცია გამწვავდა (24)
3001

მხარეებმა აღნიშნეს ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მშვიდობის დამყარების აუცილებლობა. მანამდე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მზადაა თბილისში სასწრაფოდ გაუკეთოს ორგანიზება სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეს სამშვიდობო მოლაპარაკებებისათვის.

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სეირან ოგანიანმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელთან სატელეფონო საუბარში ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში გამწვავებული სიტუაცია განიხილეს, იტყობინება სომხეთის თავდაცვის უწყების პრესამსახური. 

„მხარეებმა განიხილეს სიტუაცია ყარაბაღისა და აზერბაიჯანული ჯარების შეხების ზონაში და აღნიშნეს მშვიდობის დამყარების აუცილებლობა“, — იტყობინება პრესსამსახური. 

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ხელმძღვანელმა და მმართველი კოალიციის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ მანამდე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა თბილისში სასწრაფოდ გაუკეთოს ორგანიზება სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეს სამშვიდობო მოლაპარაკებებისათვის. 

სომხეთმა და აზერბაიჯანმა 2 აპრილს განაცხადეს ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სიტუაციის გამწვავების შესახებ. 

 

 

თემები:
მთიან ყარაბაღში სიტუაცია გამწვავდა (24)

მთავარი თემები