01:00 20 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე

აზერბაიჯანმა ყარაბაღში ყველა სამხედრო ოპერაცია შეაჩერა

© Flickr /
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
მთიან ყარაბაღში სიტუაცია გამწვავდა (24)
2001

აზერბაიჯანმა გადაწყვიტა ცალმხრივად შეწყვიტოს ყველა სამხედრო ოპერაცია და საპასუხო ზომა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში.

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, სერთაშორისო სტრუქტურების მიმართვისა და ქვეყნის მშვიდობისმოყვარე პოლიტიკის გათვალისწინებით, მიიღეს გადაწყვეტილება ცალმხრივად შეაჩერონ საპასუხო ზომები მტრის წინააღმდეგ და დაიწყონ განთავისუფლებული ტერიტორიების თავდაცვის გაძლიერება, ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში. 

„იმ შემთხვევაში, თუ სომხეთის შეიარაღებული ძალები არ შეაჩერებენ თავიანთ პროვოკაციულ ქმედებებს და განაგრძობენ დასახლებული პუნქტებისა და საბრძოლო პოზიციების დაცხრილვას, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ შეიარაღებულ შეტევას ყველა შეიარაღებაში არსებული იარაღიდან“, — ციტირებს განცხადებას „Sputnik აზერბაიჯანი“.

შაბათს აზერბაიჯანმა და სომხეთმა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სიტუაციის დაძაბვაზე გააკეთეს განცხადება. ამასთან მხარეებმა შექმნილ მდგომარეობაში ერთმანეთი დაადანაშაულეს.  არის ინფორმაცია დანაკარგების შესახებ ორივე მხრიდან. 

კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ–დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1991 წლის სექტემბერში სტეფანაკერტში მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა. საბოლოოდ აზერბაიჯანმა დაკარგა ყარაბაღზე კონტროლი.

1992 წლიდან ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. აზერბაიჯანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მოითხოვს, ხოლო სომხეთი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, ვინაიდან ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

 

თემები:
მთიან ყარაბაღში სიტუაცია გამწვავდა (24)

მთავარი თემები