00:28 23 თებერვალი 2018
პირდაპირი ეთერი
გაზგამანაწილებელი სადგური

სომხეთი ირანული გაზის საქართველოში ტრანზიტისთვის მზად არის

© Sputnik/
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
3101

თეირანი თბილისში მოლაპარაკებებს აწარმოებს გაზის შემოტანის გზებზე, რომლებიდანაც ერთი აზერბაიჯანზე გადის, მეორე კი სომხეთზე.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. სომხეთს ირანიდან ყოველწლიურად 500 მლნ კუბური მეტრი გაზის ტრანზიტი შეუძლია საქართველოში, განაცხადა სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ერვანდ ზახარიანმა, — იუწყება "Sputnik სომხეთი".

მინისტრის თქმით, ჯერჯერობით საკითხზე მოლაპარაკება მიმდინარეობს სომხეთს, საქართველოსა და რუსეთს შორის და კონკრეტული, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„არსებული გაზსადენი ირანი-სომხეთი დღეს მხოლოდ 15-20%-ით გამოიყენება, თუმცა ჩვენ ტრანზიტით 500 მლნ კუბურ მეტრამდე გაზის გატარება შეგვიძლია ირანიდან საქართველოში“, — განაცხადა ზახარიანმა  პარლამენტში სამთავრობო საათზე.


საქართველოსთან გაზის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებების თაობაზე იანვრის დასაწყისში ასევე განაცხადა ირანული კომპანია National Iranian Gas Exports Company-ს (NIGEC) აღმასრულებელმა დირექტორმა ალირეზა ქამელიმაც.

ამ დროისათვის სომხეთი რუსეთიდან საქართველოს გავლით იღებს ბუნებრივ გაზს, ხოლო გაზსადენ ირან-სომხეთით მიღებულ „ცისფერ საწვავს“ ელექტროენერგიად მისი გადამუშავების შემდეგ კვლავ ირანში აბრუნებს.

გაზსადენი ირანი-სომხეთი 2007 წელს გაიხსნა. დღეისათვის სომხეთი ირანიდან 365-370 მლნ კუბომეტრ გაზს იღებს წელიწადში ამ გაზსადენით, რომლის გამტარუნარიანობა 2.2 მლრდ კუბური მეტრია წელიწადში.

მთავარი თემები