16:29 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ირინა როდნინა

ერევანში ირინა როდნინას სახელობის ფიგურული სრიალის სკოლა გაიხსნა

© Sputnik/ Владимир Федоренко
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
801

რუსი ჰოკეისტები და ფიგურული სრიალის ოსტატები სკოლაში მასტერ-კლასებს ჩაატარებენ. მეცადინეობებს გამართავს თავად ირინა როდნინაც.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. ერევანში ირინა როდნინას ფიგურული სრიალის სპორტული სკოლა გაიხსნა. სპორტული სკოლის გახსნის ცერემონიაში სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა, ერევნის მერმა ტარონ მარგარიანმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა მიიღეს.   

„საინტერესოა, რომ პირველი ფიგურული სრიალის სკოლა ჩემს საპატივცემულოდ არა რუსეთში, არამედ სომხეთში გაიხსნა და მე ინიციატორების მადლობელი ვარ. რუსი ჰოკეისტები და ფიგურული სრიალის ოსტატები ამ სკოლაში მასტერ-კლასებს ჩაატარებენ. მეც ჩავატარებ მეცადინეობებს“, — განაცხადა როდნინამ გახსნის ცერემონიაზე.

სპორტული სკოლა კომპანია „მონარქის“ პრეზიდენტის, სერგეი ამბარცუმიანის მატერიალური დახმარებით აშენდა, რომელიც ასევე არის საქველმოქმედო ფონდ “ კეთილდღეობის“ თავმჯდომარეა. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის ჩემპიონი ირინა როდნინა პროექტის განხორციელებაში აქტიურად იყო ჩართული. 

სკოლის მშენებლობა 2014 წლის ივნისში დაიწყო და 2015 წლის ნოემბერში დამთავრდა. პროექტის საერთო ღირებულება 7,55 მლნ აშშ დოლარია. სკოლა 180 ბავშვზეა გათვლილი.


მთავარი თემები