ექსპერტი: რუსეთმა თურქეთი ისლამისტებისთვის მხარდაჭერის გამო გააფრთხილა

გამოწერა
სომეხი თურქოლოგის, ანდრანიქ ისპირიანის თქმით, რუსეთმა ირიბად გააფრთხილა თურქეთი, რომ ამიერიდან აღარ მისცემს რადიკალი ისლამისტების სპონსორობის უფლებას.

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთმა თურქეთი გააფრთხილა, ხელი აიღოს სირიაში მოქმედი რადიკალი ისლამისტების მხარდაჭერაზე, — განუცხადა პორტალ "სპუტნიკ სომხეთს"  თურქოლოგმა ანდრანიქ ისპირიანმა. 

„სირიაში რუსეთის მკვეთრმა გამოჩენამ და მისმა აქტიურმა სამხედრო ქმედებებმა თურქეთი საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. თურქეთი სირიაში კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობდა ყოფილიყო მოვლენების მნიშვნელოვანი აქტორი, რისთვისაც ამზადებდა და ეხმარებოდა ბოევიკებს ასადის ჩამოგდებაში, მაგრამ  მოულოდნელად იგი სირიაში რუსეთის ყოფნის ფაქტის წინაშე დადგა. ამის გამო თურქეთის მთელი პოლიტიკა ჩაფლავდა“, — თქვა ისპარიანმა. 

მისი თქმით, რუსეთმა ძალიან კარგად უწყის, რომ თურქეთი მხარს უჭერს სხვადასხვა პროისლამისტურ დაჯგუფებებს, მათ შორის, ტერორისტებს. „რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებები — საჰაერო სივრცის დარღვევები — მოწმობს, რომ მან თურქეთს ირიბი გაფრთხილება გაუგზავნა ამიერიდან ყველაფრის გაკონტროლების თაობაზე, რომ რუსეთი მეტად აღარ მისცემს მას უფლებას, სპონსორობა გაუწიოს რადიკალ ისლამისტებს“, — აღნიშნა ისპარიანმა.    

ნატო ირწმუნება, რომ რუსულმა თვითმფრინავებმა, თურქეთის ხელისუფლების გაფრთხილების მიუხედავად, ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვიეს 3 და 4 ოქტომბერს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 3 ოქტომბერს რუსული „სუ-30“ თურქეთის ტერიტორიაზე რამდენიმე წამით უამინდობის გამო აღმოჩნდა. 

ისპარიანის თქმით, მიუხედავად ამისა, თურქეთი კვლავ ირიბად განაგრძობს ისლამისტების მხარდამჭერ პოლიტიკას, თუმცა ამჯერად ძალიან ფრთხილად, ვინაიდან რუსეთმა სირიაში ჩადგომის თაობაზე ძალიან სერიოზული განაცხადი გააკეთა. 

 


ყველა ახალი ამბავი
0