ოპოზიციამ მიტინგის დარბევის გამო სომხეთის პარლამენტი დატოვა

ერევანი
ერევანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთის ეროვნული კონგრესის ოპოზიციური ფრაქცია დაკავებულების გათავისუფლებას და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს, განაცხადა ფრაქციის მდივანმა არამ მანუკიანმა.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. სომხეთის ეროვნული კონგრესის ოპოზიურმა ფრაქციამ პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა. ამის მიზეზი პოლიციის მიერ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის გამო შეკრებილი მომიტინგეების დარბევა გახდა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი”.

სამშაბათს, დილით ადრე, პოლიციელებმა დაარბიეს დემონსტრანტები, რომლებიც ელექტროენერგიის გაძვირებას აპროტესტებდნენ. დემონსტრანტებს გადაკეტილი ჰქონდათ მარშალ ბაგრამიანის სახელობის ცენტრალური გამზირი. წინასწარი მონაცემებით, პოლიციის განყოფილებებში გადაყვანილია 237 ადამიანი. აქციის 7-მა მონაწილემ დახმარებისთვის სამედიცინო დაწესებულებებს მიმართა, 3 კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ასევე ტრავმა მიიღო 11-მა პოლიციელმა.

”მოვითხოვთ, გაათავისუფლოთ დაკავებულები და პასუხისგებაში დამნაშავეები მისცეთ”, — განაცხადა პარლამენტში სომხეთის ეროვნული კონგრესის ფრაქციის მდივანმა არამ მანუკიანმა.

საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილეები, რომლებმაც  19 ივნისს დაიწყეს მჯდომარე აქცია თავისუფლების მოედანზე, 22 ივნისს, საღამოს სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ დაიძრნენ. თუმცა ისინი პოლიციამ მარშალ ბაგრამიანის გამზირის დასაწყისშივე შეაჩერა. პოლიციელებმა კორდონი მოაწყვეს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობიდან ასიოდე მეტრში წყლის ჭავლის სპეცმანქანები ჩააყენეს.  

მომიტინგეები საზოგადოებრივი მომსახურეობის მარეგულირებელი კომისიის 17 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლას მოითხოვდნენ, რომელიც ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას ეხება.

 


ყველა ახალი ამბავი
0