00:24 21 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
ბაქო

ბელორუსმა და ქართველმა მოჭიდავეებმა ბაქოს თამაშებზე იჩხუბეს

© RIA Novosti . Алексей Филиппов
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
3901

ინციდენტი თავისუფალი ჭიდაობის მეოთხედფინალურ შეხვედრაში მოხდა. ქართველმა ვლადიმერ ხინჩაგაშვილმა მოწინააღმდეგეს სილა გაატყა, რაზეც ბელორუსმა სპორტსმენმა იმავეთი უპასუხა, სწორედ ეს გახდა ჩხუბის მიზეზი. ორივე მოჭიდავე დისკვალიფიცირებულია.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ბელორუსმა და ქართველმა მოჭიდავეებმა ბაქოს ევროპული თამაშების ფარგლებში შეხვედრისას იჩხუბეს. ორივე სპორტსმენი დისკვალიფიცირებულია, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი”.

ინციდენტი ვლადიმერ ხინჩაგაშვილსა და ვლადისლავ ანდრეევს შორის თავისუფალი ჭიდაობის მეოთხედფინალურ შეხვედრაში მოხდა. სპორტსმენები 57 კილომდე წონით კატეგორიაში ასპარეზობდნენ. ანგარიში 2:1 იყო ანდრეევის სასარგებლოდ, როდესაც მოწინააღმდეგემ მას სილა გაარტყა. მას შემდეგ, რაც ბელორუსმა სპორტსმენმა იმავეთი უპასუხა, ჩხუბი გაჩაღდა. ისინი მსაჯებმა გააშველეს.

ჩხუბის გამო ორთაბრძოლა შეწყდა, ორივე სპორტსმენი ხალიჩიდან გააძევეს. მსაჯების გადაწყვეტილებით, ორივე მოჭიდავე დისკვალიფიცირებულია, მათ ტექნიკური მარცხი (0:4) მიენიჭათ.

ამ წონით კატეგორიაში ფინალში ვიქტორ ლებედევი იბრძოლებს. მისი მოწინააღმდეგე გერმანელი მარსელ ევალდი იქნება.


მთავარი თემები