07:39 19 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
სერჟ სარქისიანი

სერჟ სარქისიანი: „აღმოსავლეთ პარტნიორობას” თავისი თავი არ ამოუწურავს

© Sputnik/ Алексей Дружинин
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
401

სომხეთის პრეზიდენტის აზრით, შემდგომ თანამშრომლობას საფუძვლად უნდა დაედოს ერთგულება საზოგადოების განვითარების, ადამიანის უფლებების დაცვის, კორუფციასთან ბრძოლის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და თავისუფალ კონკურენციაზე დაფუძნებული საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების მიმართ.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამას თავისი თავი არ ამოუწურავს, იუწყება სააგენტო  РИА Новости. 

21-22 მაისს რიგაში აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტი მიმდინარეობს. ის ითვალისწინებს ევროკავშირის პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელორუსთან, საქართველოსთან, მოლდავეთთან და უკრაინასთან.  ბოლო სამმა ქვეყანამ გასულ წელს ევროკავშირთან ასოცირებული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. უფრო ადრე გამოცემა Euobserver–ის ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან დაახლოებული წყარო იუწყებოდა, რომ თანამეგობრობის წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა რიგაში ნათლად გამოხატეს, რომ დღევანდელ დღეს ევროკავშირის გაფართოება აღმოსავლეთ პარტნიორობის" მონაწილე ქვეყნების ხარჯზე არ განიხილება, თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში არაფერს გამორიცხავენ”.

აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამას დღეს ცუდი დრო დაუდგა, მაგრამ სომხეთი არ თვლის, რომ მან თავისი თავი ამოწურა ან მეტი გასაკეთებელი აღარაფერი აქვს", — განაცხადა სარქისიანმა რიგაში აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებისა და ევროპის სახალხო პარტიის ლიდერებთან შეხვედრაზე.

მისი აზრით, შემდგომ თანამშრომლობას საფუძვლად უნდა დაედოს ერთგულება საზოგადოების განვითარებისა და დაწესებულებების მშენებლობის, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის, კორუფციასთან ბრძოლის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და თავისუფალ კონკურენციაზე დაფუძნებული საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების მიმართ.


მთავარი თემები