კადიროვის ოპოზიცია ცდილობს დაამტკიცოს, რომ მას ძალაუფლება არა აქვს - არეშიძე

გამოწერა
მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ”ისლამური იატაკქვეშეთი” ცდილობს დაუმტკიცოს საზოგადოებას და მთელს მსოფლიოს, რომ ჩეჩნეთის პრეზიდენტს რამზან კადიროვს მტკიცე ძალაუფლება არა აქვს და მას სერიოზული ოპოზიცია ჰყავს.

თბილისი, 19 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა ჯავახია. ქართველი პოლიტოლოგი, ექსპერტი კავკასიის პრობლემების საკითხებში მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ”ისლამური იატაკქვეშეთი” ცდილობს დაუმტკიცოს საზოგადოებას და მთელს მსოფლიოს, რომ ჩეჩნეთის პრეზიდენტს რამზან კადიროვს მტკიცე ძალაუფლება არა აქვს და მას სერიოზული ოპოზიცია ჰყავს. ამის შესახებ ექსპერტმა განაცხადა სააგენტო ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტთან საუბრისას, როდესაც კომენტარი გააკეთა ჩეჩნეთის პარლამენტის შენობაზე მიტანილი იერიშის შესახებ.

ძალოვან სტრუქტურებში წყაროს მონაცემებით, სამშაბათს დილით, როდესაც რესპუბლიკის პარლამენტის ტერიტორიაზე დეპუტატების მანქანები შედიოდნენ, მათ მიჰყვა მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც ტერორისტები იმყოფებოდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა თავის თავზე მიმაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა, სხვები პარლამენტის შენობისკენ გაიჭრნენ, ატყდა სროლა. მთელი სამოქალაქო პერსონალი ევაკუირებულია, ტერიტორია ბლოკირებულია, მიმდინარეობს სპეცოპერაცია. სპეცრაზმმა ჩეჩნეთის პარლამენტის შენობის ბლოკირება მოახდინა.

 

”მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩეჩნეთში პირველი ტერაქტი არ არის, თავდასხმები ასეთ დონეზე ადრე არასდროს ხდებოდა”, - ყურადღება გაამახვილა არეშიძემ.

”ეს რეზონანსული ტერაქტია, რადგანაც თავდასხმა სახელმწიფო შენობაზე მოხდა. ჯერჯერობით ზუსტად არ არის ცნობილი, ვინ დგას ამ ტერაქტის უკან, მაგრამ ფაქტია, რომ ტერაქტის ორგანიზატორებს სურთ დაამტკიცონ, რომ კადიროვის ხელისუფლება სუსტია და მას ძლიერი ოპოზიცია ჰყავს”, - მიიჩნევს არეშიძე.

თავდასხმის დაწყების მერე ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერი დუკუვახა აბდურახმანოვი შენობიდან უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ის არ დაშავებულა, განაცხადა წყარომ ძალოვან სტრუქტურებში. ”შემთხვევის ადგილზე ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი იმყოფება, რომელიც სპეცოპერაციას ხელმძღვანელობს”, - განაცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ. სპეცოპერაციის მსხვლელობისას მთელი ტერიტორია გარშემორტყმული იყო, გადაკეტილი იყო მიმდებარე ქუჩები, გასასვლელები.

ყველა ახალი ამბავი
0