სომეხი, როგორც ერი, მინიმუმ რვა ათასი წელია, არსებობს - სარგსიანი

გამოწერა
ცოტა ხნის წინ უცხოელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად გამოირკვა, რომ სომეხი, როგორც ერი, მინიმუმ, რვა ათასი წელი არსებობს, განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა.

თბილისი, 18 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. ცოტა ხნის წინ უცხოელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად გამოირკვა, რომ სომეხი, როგორც ერი, მინიმუმ, რვა ათასი წელი არსებობს, განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა სომხური დიასპორის წარმომადგენელ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

”გენეტიკოსების და ლინგვისტების დიდმა სამეცნიერო ჯგუფმა, რომელშიც არც ერთი სომეხი არ შედიოდა, განახორციელა რთული და ხანგრძლივი კვლევა. ბოლო შედეგების მიხედვით სომხურ ენას, სულ ცოტა, რვა ათასი წლის ისტორია აქვს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, როგორც ერი, მინიმუმ რვა ათასი წელია, ვარსებობთ”, - პრეზიდენტის სიტყვების ციტირება სახელმწიფო მეთაურის პრეს-სამსახურს მოჰყავს.

”ამ დროის მანძილზე ჩვენ წინაშე მაღალფარდოვნად ბევრი გამოდიოდა, მათ შორის დიდი ტერიტორიების, დიდი რიცხოვნობის, დიდი ფულის ფლობის პოზიციითაც. დიახ, მათ შეძლეს ჩვენი დასუსტება, მაგრამ მათი უმეტესობა დღეს აღარ არის - მათ ისტორიული არენა დატოვეს, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს გზას - მშვიდად და თავდაჯერებულად, რადგანაც კიდევ გვაქვს საქმე, ყოველ შემთხვევაში, მომდევნო 8 ათასი წლის მანძილზე”, - განაცხადა სარგსიანმა. 

 

”ახალი ამბები - სომხეთი”

ყველა ახალი ამბავი
0