აშშ-ის სენატი აზერბაიჯანში ელჩის თანამდებობაზე მეტიუ ბრაიზას კანდიდატურას განიხილავს

© интернетМетью Брайза
Метью Брайза - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამშაბათს გაიმართება სენატის სხდომა, რომელზეც აზერბაიჯანში აშშ-ის ელჩად მეტიუ ბრაიზას დანიშვნის საკითხს განიხილავენ, იუწყება სენატის ოფიციალური ვებ-გვერდი.

თბილისი, 5 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. სამშაბათს გაიმართება სენატის სხდომა, რომელზეც აზერბაიჯანში აშშ-ის ელჩად მეტიუ ბრაიზას დანიშვნის საკითხს განიხილავენ, იუწყება სენატის ოფიციალური ვებ-გვერდი. 

აზერბაიჯანში ელჩის თანამდებობაზე კანდიდატურის განხილვასთან ერთად სხდომაზე ასევე განიხილავენ ელჩების დანიშვნას სხვა ქვეყნებში, მათ შორის - თურქეთში.

აზერბაიჯანში აშშ-ის ელჩის თანამდებობა 2009 წლის ივლისიდან ვაკანტურია. ეს თანამდებობა ბოლოს ენ დერსის ეკავა. მან ეს თანამდებობა თავისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო დატოვა.

ეუთოს მინსკის ჯგუფის ყოფილი თანათავმჯდომარე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე მეტიუ ბრაიზა ელჩის თანამდებობაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ წამოაყენა

პირველი მოსმენების შემდეგ კომიტეტმა მეტიუ ბრაიზას კანდიდატურასთან დაკავშირებით კენჭისყრა სექტემბრისთვის გადადო.

21 სექტემბერს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე ბრაიზა აზერბაიჯანში ელჩის თანამდებობაზე დაამტკიცეს. მას მხარი დაუჭირა 17-მა სენატორმა, წინააღმდეგ წავიდა - ორი. ახლა ბრაიზას დანიშვნა სენატმა უნდა დაამტკიცოს.

მანამდე ბრაიზას მიმართ აშშ-ის სომხური ლობის წარმომადგენლების მრიდან სხვადასხვა ბრალდებები ისმოდა. ისინი ბრაიზას არაკომპეტენტურობას და არაობიექტურობაში ადანაშაულებდნენ, ასევე აქცენტს აკეთებდნენ ბრაიზას მეუღლის - ზეინო ბარანის ეროვნებაზე, რომელიც თურქია. შედეგად, მისი დანიშვნა აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე აზერბაიჯანში კითხვის ნიშნის ქვეშ მოექცა.

 

აშშ-ის აზერბაიჯანულმა სათვისტომომ სენატში მოსმენების დაწყებამდე სენატორებს მეტიუ ბრაიზას კანდიდატურის მხარდაჭერის თხოვნით მიმართა.

2010 წლის ქ ივლისიდან აზერბაიჯანში აშშ-ის საქმეებში დროებით რწმუნებულად ადამ სტირლინგი დაინიშნა.

ბრაიზა წლების განმავლობაში სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობდა. იგი იყო ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების მოგვარების კოორდინატორი, ასევე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხებში კოორდინატორი. 1995-1997 წლებში ბრაიზა მოსკოვში ამერიკის საელჩოში მუშაობდა.

ბრაიზა 22 წელია, დიპლომატიურ სამსახურშია. ევროპის და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე ის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში ევროპის და ევრაზიის საკითხებში განყოფილების დირექტორი იყო, ასევე - პრეზიდენტის და სახელმწიფო მდივნის სპეციალური მრჩეველი კასპიის რეგიონის ენერგეტიკული დიპლომატიის საკითხებში. ბრაიზა რუსეთსა და პოლონეთში სახელმწიფო დეპარტამენტის ხაზით მუშაობდა, სწავლობდა სტენფორდის უნივერსიტეტში.


 

 

ყველა ახალი ამბავი
0