01:50 29 აპრილი 2017
პირდაპირი ეთერი
Ереван, Армения

ერაყი ერევანში დიპლომატიური წარმომადგენლობის დაფუძნებას აპირებს - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
1 0 0

ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ხოშიარ ზებარიმ განაცხადა, რომ ერაყის მთავრობა ერევანში დიპლომატიური წარმომადგენლობის დაფუძნებას აპირებს.

თბილისი, 24 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ხოშიარ ზებარიმ განაცხადა, რომ ერაყის მთავრობა ერევანში დიპლომატიური წარმომადგენლობის დაფუძნებას აპირებს, იუწყება სომხეთის საგარეოპოლიტიკური უწყების პრეს-სამსახური.

ამასთან, ზებარიმ სომხეთის ხელმძღვანელობას ერაყის დედაქალაქში საელჩოს გახსნისთვის მადლობა გადაუხადა.

მან ეს განცხადება თავის სომეხ კოლეგასთან ედვარდ ნალბანდიანთან შეხვედრის დროს გააკეთა.

ნალბანდიანმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ერევანი ერაყთან თანამშრომლობის განვითარებას მნიშვნელობას ანიჭებს და დასძინა, რომ სწორედ ამიტომ სომხეთმა ბაღდადში სომხეთის საელჩოს საქმიანობის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თხოვნით ზებარიმ ისაუბრა ხელისუფლების ძალისხმევის თაობაზე, რომელიც მიმართულია ერაყში სტაბილურობის დამყარებასა და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთავრობის ჩამოყალიბების საკითხებზე მოლაპარაკებების შესახებ, იუწყება სააგენტო ”ახალი ამბები - სომხეთი”.


მთავარი თემები