01:43 29 აპრილი 2017
პირდაპირი ეთერი
таможенно-пропускной пункт, граница

ევროკავშირი სამხრეთ კავკასიაში საზღვრების ინტეგრირებული მართვის მომხრეა

NEWSGEORGIA, Александр Имедашвили
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
101

ევროკავშირი სამხრეთ კავკასიაში საზღვრების ინტეგრირებული მართვის მომხრეა, განაცხადა ევროკომისიის დელეგაციის რწმუნებულმა სომხეთში ონო სიმონსმა.

თბილისი, 22 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. ევროკავშირი სამხრეთ კავკასიაში საზღვრების ინტეგრირებული მართვის მომხრეა, განაცხადა ევროკომისიის დელეგაციის რწმუნებულმა სომხეთში ონო სიმონსმა სომხეთისა და საქართველოს საზღვრების მართვის სტრატეგიის შემუშავების და სრულყოფის საკითხებში უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის სემინარზე სიტყვით გამოსვლისას.

”ევროკავშირმა სამხრეთ კავკასიის საზღვრების კომპლექსური მართვის პროგრამის რეალიზაციაზე 6 მილიონი ევრო გამოყო, მათგან 1,4 მილიონი მხოლოდ სომხეთისთვის არის გამოყოფილი”, - განაცხადა სიმონსმა.

მისი თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს რეგიონში საზღვრების ინტეგრირებული მართვის მიდგომას, რაც შეამსუბუქებს ადამიანების მიგრაციას, ასევე საქონლის და ტრანსპორტის გადაადგილებას.

”ჩვენი პროგრამა შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს უფრო აქტიური თანამშრომლობის სტიმულს აძლევს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე სახელმწიფოებს შორის. ეს პროცესების ჰარმონიზაციას მოგვცემს, აამაღლეს თანამშრომლობის ეფექტიანობას, უზრუნველყოფს ინფორმაციების უკეთეს გაცვლას”, - აღნიშნა სიმონსმა.

მან დასძინა, რომ სამხრეთ კავკასიის გეოგრაფიული მდგომარეობა საზღვრების მართვის საკითხს უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს და რეგიონის შიგნით თანამშრომლობა მოქალაქეების უსაფრთხოების დონეს აამაღლებს.

სამხრეთ კავკასიის საზღვრების კომპლექსური მართვის პროგრამის მიზანია სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში საზღვრების კომპლექსური მართვის პროცედურების პრაქტიკული დანერგვა, რეგიონის ქვეყნებს შორის უწყებათაშორისი საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოება. პროგრამა ასევე მიმართულია ადამიანების კანონიერი მიგრაციის უზრუნველყოფისკენ და სახელმწიფოების დაცულობისკენ ნებისმიერი უკანონო საქმიანობისგან. 

წყარო: ”ახალი ამბები - სომხეთი”

მთავარი თემები