01:46 29 აპრილი 2017
პირდაპირი ეთერი
კავკასია

აფეთქება ვლადიკავკაზში - დაიღუპა 15 ადამიანი, ბომბის სიმძლავრეა 40 კილოგრამამდე ტროტილი

კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
110

ხუთშაბათს დილით ვლადიკავკაზის ცენტრალური ბაზრის შესასვლელთან ტერორისტმა-თვითმკვლელმა ბომბი აამოქმედა, რომლის სიმძლავრეც 30-40 კილოგრამი ტროტილი იყო, ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 15 ადამიანი, იუწყება სააგენტო ”რია ნოვოსტი” ჩრდილოეთ ოსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანლის მასმედიასთან ურთიერთობის საკითხებში უფროსი თანაშემწის მარია გაცოევას ინფორმაციაზე დაყრდნობით.

 

Владикавказ, теракт

თბილისი, 9 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. ხუთშაბათს დილით ვლადიკავკაზის ცენტრალური ბაზრის შესასვლელთან ტერორისტმა-თვითმკვლელმა ბომბი აამოქმედა, რომლის სიმძლავრეც 30-40 კილოგრამი ტროტილი იყო, ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 15 ადამიანი, იუწყება სააგენტო ”რია ნოვოსტი” ჩრდილოეთ ოსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანლის მასმედიასთან ურთიერთობის საკითხებში უფროსი თანაშემწის მარია გაცოევას ინფორმაციაზე დაყრდნობით.

”ჩვენი მონაცემებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ვლადიკავკაზის ცენტრალური ბაზრის შესასვლელთან ტერორისტმა-თვითმკვლელმა აამოქმედა, რომელიც ავტომობილ ”ვოლგაში” იმყოფებოდა. აფეთქების სიმძლავრემ 30-დან 40 კილოგრამამდე ტროტილი შეადგინა”, - განაცხადა გაცოევამ.

მან ასევე განაცხადა, რომ, უკანასკნელი ინფორმაციით, 50-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა.

ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის მონაცემებით, აფეთქება 11.22 საათზე ჯანაევის ქუჩაზე, ცენტრალური ბაზრის შესასვლელთან ახლოს მოხდა. როგორც საინფორმაციო ცენტრი ”НАК” იუწყება, შემთხვევის ადგილზე მიმართულია გფბ-ის, შსს-ს და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ძალები და საშუალებები.

აფეთქების ფაქტზე საგამოძიებო ორგანოებმა აღძრეს სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლის (ტერორისტული აქტი), 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის (ორი ან მეტი ადამიანის მკვლელობა) და 222-ე მუხლის (იარაღის უკანონო ბრუნვა) მიხედვით.

ეს ბაზარი ვლადიკავკაზში ერთერთი ყველაზე ხალხმრავალი ადგილია.

1999 წლის მარტში ამ ბაზარში - ზოგიერთი მონაცემებით, დაახლოებით იმავე ადგილას - უკვე განხორციელდა ტერაქტი. მაშინ აფეთქების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 300-ზე მეტი დაიჭრა.

2008 წლის ნოემბერში ბაზართან მდებარე გაჩერებაზე აფეთქება სამარშრუტო ტაქსიში მოხდა, დაიღუპა 12 ადამიანი, ტერაქტის მომწყობი თვითმკვლელი ქალის ჩათვლით, ხოლო 40-მა სხვადასხვა ხარისხის ჭრილობა მიიღო.

მთავარი თემები