თბილისი, 9 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. აზერბაიჯანში, ისევე, როგორც მთელს მუსულმანურ სამყაროში, რამაზან ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ - მარხვის თვის და ლოცვის დამთავრებას.
1993 წლიდან რამაზან ბაირამი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში აღინიშნება, როგორც სახელმწიფო დღესასწაული.
დღესასწაული ორი დღის განმავლობაში აღინიშნება - 9 და 10 სექტემბერს. რამაზანთან დაკავშირებით სადღესასწაულო ნამაზი მეჩეთში ”თეზე პირში” შესრულდება. ნამაზის დიწყება 10:00 საათზე, იუწყება სააგენტო ”ახალი ამბები - აზერბაიჯანი”.
წელს მუსულმანთათვის წმინდა მარხვა 11 აგვისტოს დაიწყო.
რამაზანი მუსულმანებს დაუწესდათ ხიჯრის მეორე წელს (622 წ.). ის სრულდება ტრადიციული მარხვით - ორუჯით, რომლის განმავლობაში მორწმუნენი ინახავენ მარხვას მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე; მარხვისას დღის სინათლის დროს არ შეიძლება ჭამა, მოწევა, ცოლქმრული მოვალეობების შესრულება და სხვა. მარხვისგან თავისუფლდებიან მხოლოდ ბავშვები, ავადმყოფები, ფეხმძიმეები, ფრონტზე მებრძოლები, მოგზაურები.