ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები ბაქოში ჩადიან

გამოწერა
ორშაბათს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები ბაქოში ჩამოდიან, იუწყება სააგენტო ”ახალი ამბები - აზრებაიჯანი” აზერბაიჯანში საფრანგეთის საელჩოს პრეს-სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

თბილისი, 6 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. ორშაბათს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები ბაქოში ჩამოდიან, იუწყება სააგენტო ”ახალი ამბები - აზრებაიჯანი” აზერბაიჯანში  საფრანგეთის საელჩოს პრეს-სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

”7 სექტემბერს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები იგორ პოპოვი (რუსეთი), რობერტ ბრადტკე (აშშ) და ბერნარ ფასიე აზერბაიჯანის ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს გამართავენ”, - განაცხადეს საფრანგეთის საელჩოში.

ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები 8 სექტემბერს ერევანში ჩავლენ, ხოლო 9 სექტემბერს - ყარაბაღში, იუწყება სომხური მასმედია.

ვიზიტის მსვლელობისას განხილვის მთავარი თემა სომხურ-აზერბაიჯანული, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართულებით არსებული ვითარება იქნება. შეხვედრებზე ასევე განიხილავენ ეუთოს მისიის დეტალებს, რომელიც ფაქტებს იძიებს.

ყველა ახალი ამბავი
0