აზერბაიჯანის სამხრეთით მაცხოვრებლებზე თავდასხმას რელიგიური სარჩული არ ჰქონია - შსს

გამოწერა
შეიარაღებულ თვადასხმას აზერბაიჯანის სამხრეთით, რომლის დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი - დაიჭრა, რელიგიური სარჩული არ ჰქონია, განაცხადა აზერბაიჯანის შსს-ს პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ეხსან ზახიდოვმა პარასკევს.

 

თბილისი, 3 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. შეიარაღებულ თვადასხმას აზერბაიჯანის სამხრეთით, რომლის დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი - დაიჭრა, რელიგიური სარჩული არ ჰქონია, განაცხადა აზერბაიჯანის შსს-ს პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ეხსან ზახიდოვმა პარასკევს.

ხუთშაბათს ღამე, აზერბაიჯანის სამხრეთით, ლიანკიარანის რაიონში მეჩეთზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა, ადგილზე ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი - დაიჭრა. მეზობელი სოფლიდან რამდენიმე ავტომობილით მოსულმა შეიარაღებულმა ადამიანებმა ადგილობრივი მეჩეთის ეზოში შეკრებილ ადამიანებს ”Winchester”-ის მარკის იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს. მიღებული ჭრილობების შედეგად ამ სოფლის მცხოვრები, 1963 წელს დაბადებული ელშად ალიმამედ ოღლუ გუსეინოვი დაიღუპა. სოფლის მეორე მცხოვრები, 1985 წელს დაბადებული რამინ ბალოგლან ოღლი აგამალიევი მკერდის არეში მიყენებული ჭრილობით ლიანკიარანის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოსა რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

ზახიდოვმა იმის მტკიცებას, რომ თავდასხმა მეჩეთზე მოხდა, ”სინამდვილისადმი აბსოლუტურად შეუფერებელი” უწოდა, იუწყება სააგენტო ”რია ნოვოსტი”.

”ჩვეულებრივი დანაშაული მოხდა, კრიმინალი, რომელსაც რელიგიასთან არანაირი კავშირი არა აქვს”, - განაცხადა ზახიდოვმა.

მან აღნიშნა, რომ დანაშაული განახორციელეს ადამიანებმა, რომლებიც მეშვიდე მოდელის ”ჟიგულებით” მივიდნენ გუმბაშის შეკრებილ მცხოვრებლებთან და მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც გაიქცნენ.

ზახიდოვმა აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ ცხელ კვალზე დაადგინა თავდასხმის ორი მონაწილის ვინაობა, რომლებიც მეზობელი მასალინის რაიონის მცხოვრებლები აღმოჩნდნენ.

”ორივე დავაკავეთ. მიმდინარეობს ქმედებები ინციდენტის სხვა მონაწილეების დასაკავებლად”, - განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა.

ყველა ახალი ამბავი
0