00:52 25 აპრილი 2017
პირდაპირი ეთერი
კავკასია

„გაზპრომმა“ და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ 2011–2012 წლებში გაზის შესყიდვის გაზრდაზე მოილაპარაკეს

კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
110

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ და რუსულმა ჰოლდინგმა „გაზპრომმა“ გააფორმეს დამატებითი შეთანხმება, რომელიც გაზპრომის მიერ 2011–2012 წლებში აზერბაიჯანული გაზის შესყიდვის გაზრდას ითვალისწინებს.

თბილისი, 3 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. პარასკევს ბაქოში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ და რუსულმა ჰოლდინგმა „გაზპრომმა“ გააფორმეს დამატებითი შეთანხმება, რომელიც გაზპრომის მიერ 2011–2012 წლებში აზერბაიჯანული გაზის შესყიდვის გაზრდას ითვალისწინებს.

შეთანხმება მიღებული აზერბაიჯანში რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ვიზიტის ფარგლებში. 

ივნისში „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ ჰოლდინგი დაინტერესებულია აზერბაიჯანულ გაზში და მზად არის, შეიძინოს ქვეყნის მიერ წარმოდგენილი „ცისფერი საწვავის“ სრუკლი მოცულობა.

სააგენტო „ახალი ამბები – აზერბაიჯანის“ განცხადებით, აზერბაიჯანიდან რუსეთში გაზის მიწოდება მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დაიწყო. აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ და „გაზპრომმა“ 2009 წლის ოქტომბერში ხელი მოაწერეს კონტრაქტს აზერბაიჯანული გაზის ყიდვა–გაყიდვის შესახებ 2010–2015 წლებში, მისი გახანგრძლივების შესაძლებლობით. 

თავდაპირველად, „გაზპრომი“ ამ წელს აზერბაიჯანში 0,5 მლრდ კუბომეტრ გაზის შეძენას გეგმავდა, თუმცა, შემდეგ, კომპანიებმა ამ მოცულობის გაორმაგებაზე მოილაპარაკეს. 

2010 წელს რუსეთი აზერბაიჯანში მილიარდ კუბომეტრ გაზს შეიძენს, ხოლო 2011 წელს – გააორმაგებს ამ მაჩვენებლს, ანუ – 2 მილიარდ კუბომეტრს. 

მთავარი თემები