01:41 29 აპრილი 2017
პირდაპირი ეთერი
კავკასია

რუსეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს დოკუმენტებს სახელმწიფო საზღვრისა და წყლის რესურსების გამოყენების შესახებ

კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
210

პარასკევს ბაქოში, რუსეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტების დმიტრი მედვედევის და ილჰამ ალიევის მოლაპარაკებების შედეგების მიხედვით, ხელი მოეწერა შეთანხმებას სახელმწიფო საზღვრის შესახებ და სამთავრობოთაშორის შეთანხმებას სასაზღვრო მდინარე სამურის რაციონალური გამოყენების და წყლის რესურსების დაცვის შესახებ.

 

თბილისი, 3 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. პარასკევს ბაქოში, რუსეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტების დმიტრი მედვედევის და ილჰამ ალიევის მოლაპარაკებების შედეგების მიხედვით, ხელი მოეწერა შეთანხმებას სახელმწიფო საზღვრის შესახებ და სამთავრობოთაშორის შეთანხმებას სასაზღვრო მდინარე სამურის რაციონალური გამოყენების და წყლის რესურსების დაცვის შესახებ.

როგორც მანამდე ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწემ სერგეი პრიხოდკომ განუცხადა, შეთანხმება მოწოდებულია, განამტკიცოს სახელმწიფო საზღვრის გავლების ხაზი რუსეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრების გადაკვეთის წერტილიდან კასპიის ზღვამდე.

რუსეთი პირველი ქვეყანაა, რომელთანაც აზერბაიჯანი ხელს აწერს შეთანხმებას სახელმწიფო საზღვრის შესახებ.

წყლის რესურსების შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს რუსულ-აზერბაიჯანული კომისიის შექმნას, რომელიც სამურის წყლის განაწილების თვალსაზრისით ერთობლივ მართვას განახორციელებს პარიტეტულ საწყისზე.

მთავარი თემები