შემდეგ კვირაში ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევიან

გამოწერა
შემდეგ კვირაში ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების იგორ პოპოვის (რუსეთი), რობერტ ბრადტკეს (აშშ) და ბერნარ ფასიეს მორიგი ვიზიტი შედგება, იუწყება სააგენტო ”ახალი ამბები - აზრერბაიჯანი” აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

 

თბილისი, 3 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. შემდეგ კვირაში ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების იგორ პოპოვის (რუსეთი), რობერტ ბრადტკეს (აშშ) და ბერნარ ფასიეს მორიგი ვიზიტი შედგება, იუწყება სააგენტო ”ახალი ამბები - აზრერბაიჯანი” აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

”ჯერ თარიღი დაზუსტებული არ არის, მაგრამ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ვიზიტი აზერბაიჯანში დაიწყება, შემდეგ ისინი სომხეთში გაემგზავრებიან”, - აღნიშნეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ვიზიტის მსვლელობისას განხილვის მთავარი თემა სომხურ-აზერბაიჯანული, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართულებით არსებული ვითარება იქნება. შეხვედრებზე ასევე განიხილავენ ეუთოს მისიის დეტალებს, რომელიც ფაქტებს იძიებს.

ყველა ახალი ამბავი
0