რუსეთი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში აქტიური როლის შესრულებას გააგრძელებს - მედვედევი

გამოწერა
რუსეთი სომხურ-აზერბაიჯანული, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში აქტიური როლის შესრულებას გააგრძელებს, განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ხუთშაბათს ბაქოში მის საპატივცემულოდ გამართულ ოფიციალურ მიღებაზე, იუწყება სააგენტო ”ახალი ამბები - აზერბაიჯანი”.

 

თბილისი, 3 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. რუსეთი სომხურ-აზერბაიჯანული, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში აქტიური როლის შესრულებას გააგრძელებს, განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ხუთშაბათს ბაქოში მის საპატივცემულოდ გამართულ ოფიციალურ მიღებაზე, იუწყება სააგენტო ”ახალი ამბები - აზერბაიჯანი”.

ოთხშაბათს საღამოს გიულისტანის სასახლეში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის და მისი მეუღლის მეჰრიბან ალიევას სახელით ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის და მისი მეუღლის სვეტლანა მედვედევას საპატივცემულოდ ოფიციალური მიღება მოეწყო, აღნიშნულია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

”აზერბაიჯანი რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია”, - განაცხადა მედვედევმა მიღებაზე გამოსვლისას. აღნიშნა რა, რომ რუსეთმა და აზერბაიჯანმა ეკონომიკურ სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოაყალიბეს, მედვედევმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების საკითხები თანამედროვე სამყაროში მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. მედვედევმა კმაყოფილება გამოხატა იმ ყურადღების გამო, რაც აზერბაიჯანში რუსული ენისა და კულტურის მიმართ ვლინდება და აღნიშნა, რომ ასეთივე დამოკიდებულება რუსეთში მცხოვრებ დიდ აზერბაიჯანულ დიასპორაშიც ვლინდება.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ რუსეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტების ვიზიტები ერთმანეთთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას იმპულსს აძლევს.

”აზერბაიჯანმა და რუსეთმა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა სფეროებში ეფექტური თანამშრომლობა ჩამოაყალიბეს და დოკუმენტები, რომლებსაც ხელი ამ ვიზიტის მსვლელობისას მოეწერება, ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს”, - აღნიშნა ალიევმა.

მან განაცხადა, რომ, მიუხედავად მსოფლიო ეკონომიკაში კრიზისული 2009 წლის მძიმე შედეგებისა, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის საქონელბრუნვა გაიზარდა. მან აღნიშნა რუსეთის როლი სომხურ-აზერბაიჯანული, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში. სახელმწიფოს მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ ორმა ქვეყანამ ნაყოფიერი თანამშრომლობა ჩამოაყალიბა ჰუმანიტარულ სფეროში და ყოველივე ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია აზერბაიჯანულ-რუსულ ურთიერთობებში.

ყველა ახალი ამბავი
0