01:44 29 აპრილი 2017
პირდაპირი ეთერი
კავკასია

ერევანში საერთაშორისო გამოფენა Armenia Expo 2010 გაიხსნება

კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
1 0 0

3-5 სექტემბერს ერევანში, კარენ დემირჩიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში მეათე უნივერსალური რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო გამოფენა Armenia Expo 2010 გაიმართება. გამოფენის გახსნაში მონაწილეობას მიიღებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ტიგრან სარქისიანი.

 

თბილისი, 3 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. 3-5 სექტემბერს ერევანში, კარენ დემირჩიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში მეათე უნივერსალური რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო გამოფენა Armenia Expo 2010 გაიმართება. გამოფენის გახსნაში მონაწილეობას მიიღებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ტიგრან სარქისიანი.

”Armenia Expo 2010 - ეს ქვეყნის მთავარი გამოფენა და უმსხვილესი გამოფენაა რეგიონში. მცირე ღონისძიებებისგან განსხვავებით, რომლებიც მრეწველობის ცალკეული სეგმენტების შესახებ მხოლოდ ნაწილობრივ წარმოდგენას იძლევა, რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო საგამოფენო ფორუმის წინადადებათა სპექტრი, პრაქტიკულად, ყველა დარგს მოიცავს”, - იუწყება გამოფენის ერთ-ერთი ორგანიზატორის Logos Expo Center-ის პრეს-სამსახური.

გამოფენა ყოველწლიურად მეწარმეებს ტექნოლოგიების, სისტემების და კომპონენტების პრეზენტაციისთვის, ასევე სამრეწველო წარმოების სხვადასხვა დარგებში ინოვაციური გადაწყვეტილებებისთვის ყველაზე ფართო შესაძლებლობებს აძლევს.

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 150 ადგილობრივი და უცხოური ორგანიზაცია 12 ქვეყნიდან: სომხეთიდან, რუსეთიდან, ბელორუსიიდან, საქართველოდან, ირანიდან, თურქეთიდან, არაბეთის გაერთიანებული ემირატებიდან, ჩინეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან და იტალიიდან.

სააგენტო ”რია ნოვოსტის” ინფორმაციით, გამოფენის ორგანიზატორები არიან Logos Expo Center და სომხეთის მრეწველების და მეწარმეების კავშირი. საგამოფენო ფორუმი სომხეთის მთავრობის ოფიციალური მხარდაჭერით ჩატარდება.

მთავარი თემები