ბაქოში დმიტრი მედვედევის კორტეჟი დააზღვიეს

გამოწერა
ბაქო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის ვიზიტისთვის ემზადება, რომელიც 2 სექტემბერს ჩადის. აზერბაიჯანულმა სადაზღვევო კომპანიამ Ataşgah Sıgorta უკვე დააზღვია რუსეთის პრეზიდენტის კორტეჟი, იუწყება სააგენტო ”ახალი ამბები - აზერბაიჯანი”.

 

ბილისი, 2 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. ბაქო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის ვიზიტისთვის ემზადება, რომელიც 2 სექტემბერს ჩადის. აზერბაიჯანულმა სადაზღვევო კომპანიამ Ataşgah Sıgorta უკვე დააზღვია რუსეთის პრეზიდენტის კორტეჟი, იუწყება სააგენტო ”ახალი ამბები - აზერბაიჯანი”.

კომპანია პრეზიდენტის კორტეჟის დაზღვევის მიზნით აზერბაიჯანში რუსეთის ფედერაციის საელჩოს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად შეირჩა.

სადაზღვევო პაკეტი ასევე მოიცავს მესამე პირის ქონების, სიცოცხლის და ჯანმრთერლობსი დაცვას.

მრავალი წლის მანძილზე Ataşgah Sıgorta აზღვევს ბაქოში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობის და საელჩოს კუთვნილ ავტომობილებს.

სადაზღვევო კომპანია Ataşgah Sıgorta 1996 წლის ბოლოს დაფუძნდა, ხოლო სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია 1997 წელს მიიღო. 2001 წლიდან Ataşgah Sıgorta  სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი ლიდეირა.

2 სექტემბერიდან დაწყებული, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით ბაქოში შეიზღუდება ავტომობილებით მოძრაობა იმ ადგილებში, სადაც კორტეჟი გაივლის, განუცხადეს ”ახალი ამბები - აზერბაიჯანს” ბაქოს პოლიციის საგზაო სამმართველოში.

საგზაო პოლიცია მძღოლებს სთხოვს, წინასწარ აირჩიონ მოძრაობის ალტერნატიული მარშრუტები და მკაცრად დაიცვან საგზაო ნიშნები.

ყველა ახალი ამბავი
0