მედვედევი ბაქოში კასპიის რეგიონში თანამშრომლობის და მთიან ყარაბაღის საკითხებს განიხილავს

გამოწერა
რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი აზერბაიჯანში ვიზიტის დროს, რომელიც ხუთშაბათს დაიწყება, აპირებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განხილვას და მის ზემოქმედებას კასპიის რეგიონზე, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ სეგეი პრიხოდკომ.

 

თბილისი, 2 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი აზერბაიჯანში ვიზიტის დროს, რომელიც ხუთშაბათს დაიწყება, აპირებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განხილვას და მის ზემოქმედებას კასპიის რეგიონზე, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ სეგეი პრიხოდკომ.

რუსეთის ფედერაციის ვიზიტი 3 სექტემბერს დასრულდება, იუწყება სააგენტო ”რია ნოვოსტი”.

პრიხოდკომ განაცხადა, რომ ვიზიტის შედეგების მიხედვით, სავარაუდოდ, ხელი მოეწერება შეთანხმებას სახელმწიფო საზღვრის შესახებ და სამთავრობოთაშორის შეთანხმებას ტრანსსასაზღვრო მდინარე სამურის რაციონალური გამოყენების და წყლის რესურსების დაცვის შესახებ.

”შეთანხმება მოწოდებულია, განამტკიცოს სახელმწიფო საზღვრის ხაზი რუსეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს საერთო სახელმწიფო საზღვრების წერტილიდან კასპიის ზღვამდე”, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ და დასძინა, რომ რუსეთი პირველი ქვეყანაა, რომელთანაც აზერბაიჯანი სახელმწიფო საზღვრის შესახებ შეთანხმებას აწერს ხელს.

მისი თქმით, დაგეგმილია მნიშვნელოვანი ყურადღების დათმობა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე. 2009 წელს საქონელბრუნვა რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის 1,78 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.

ორმხრივი თანამშრომლობის თემათა შორის განხილული იქნება ურთიერთქმედება კასპიის რეგიონზე, ბუნებრივი რესურსების ათვისება, ეკოლოგიის დაცვა, საზღვრისპირა რეგიონების რეგიონთაშორისი თანამშრომლობის საკითხები, გაზ-ნავთობის სფეროში თანამშრომლობა, ასევე საინვესტიციო ურთიერქმედებები.

პრიხოდკომ განაცხადა, რომ საერთაშორისო საკითხებიდან მოლაპარაკებებზე შეეხებიან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პრობლემებსაც, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობას კასპიის რეგიონში.

წყარომ კრემლში განაცხადა, რომ მედვედევის ბაქოში ვიზიტის დროს, სავარაუდოდ, განიხილება მთიანი ყარაბაღის პრობლემა, სხვა საერთაშორისო პრობლემატიკის საკითხები, მათ შორის ვითარება ირანში. კითხვაზე პასუხისას, განიხილება თუ არა საკითხი რუსული ბაზის შესახებ სომხეთის ქალაქ გიუმრიში, წყარომ აღნიშნა, რომ რუსული მხარე ამ საკითხის წამოწევას არ აპირებს, თუ ისინი (აზერბაიჯანული მხარე) არ დასვამენ ამ საკითხს”, - განაცხადა მან.

ამასთან, სააგენტოს თანამოსაუბრემ აღნიშნა, რომ ბაზა - ”ეს მთავარი საკითხი არ არის, მთავარი მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარებაა”.

ბაქოში ყოფნის პირველ დღეს მედვედევი გვირგვინით შეამკობს ჰეიდარ ალიევის საფრლავს, ასევე გმირთა მონუმენტს. ამავე დღეს რუსეთის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს თავისი აზერბაიჯანელი კოლეგის ილჰამ ალიევის სახელით გამართულ ოფიციალურ სადილში.

ვიზიტის მსვლელობისას მედვედევი ეწვევა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც მას საპატიო დოქტორის დიპლომს გადასცემენ. რუსეთის პრეზიდენტს თან ახლავს თანაშემწე სერგეი პრიხოდკო, ვიცე-პრემიერი, პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში ალექსანდრ ხლოპონინი, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ენერგეტიკის მინისტრი სერგეი შმატკო, რიგი რეგიონების ხელმძღვანელები, მათ შორის დაღესტნის და ინგუშეთის, ასევე რუსული ბიზნესის წარმომადგენლები, მათ შორის ”გაზპრომის” ხელმძღვანელი ალექსეი მილერი.

3 სექტემბერს ბაქოში ორი სახელმწიფოს მეთაურის მოლაპარაკებები შედგება - თავდაპირველად ვიწრო წრეში, შემდეგ კი ორი ქვეყნის დელეგაციების მონაწილეობით. ის დოკუმენტებზე ხელმოწერით დასრულდება. კერძოდ, როგორც მოსალოდნელია, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია და რუსული ჰოლდინგი ”გაზპრომი” ხელს მოაწერენ დამატებით შეთანხმებას, რომელიც 2011-2012 წლებში ”გაზპრომის” მიერ აზერბაიჯანული გაზის შესყიდვის გაზრდას ითვალისწინებს.

როგორც ივნისში ”გაზპრომის” ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა განაცხადა, ჰოლდინგი დაინეტერსებულია აზერბაიჯანული გაზით და მზადაა, ქვეყნის მიერ შემოთავეზებული ”ცისფერი საწვავის” მთელი მოცულობა შეისყიდოს.

აზერბაიჯანის გაზის მიწოდება რუსეთის ფედერაციაში ამა წლის 1 იანვრიდან დაიწყო. აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ და ”გაზპრომმა” 2009 წლის ოქტომბერში ხელი მოაწერეს კონტრაქტს 2010-2015 წლებში აზერბაიჯანული გაზის ყიდვა-გაყიდვის შესახებ მისი პროლონგაციის შესაძლებლობით. თავდაპირველად ”გაზპრომი” წელს აზერბაიჯანში 0,5 მილიარდი კუბომეტრი გაზის შესყიდვას აპირებდა, მაგრამ შემდეგ კომპანიები ამ მოცულობის გაორმაგების შესახებ შეთანხმდნენ. ამგვარად, 2010 წელს რუსეთი აზერბაიჯანში მილიარდ კუბომეტრ გაზს იყიდის, ხოლო 2011 წელს კიდევ გააორმაგებს შესყიდვას  2 მილიარდ კუბომეტრამდე.

ყველა ახალი ამბავი
0