კორონავირუსის ეპოქის სკოლა

ახალი სასკოლო ფორმა
ახალი სასკოლო ფორმა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი სასწავლო წელი საქართველოში 15 სექტემბერს დაიწყება მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, თუმცა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს მთელი რიგი შეზღუდვები ელოდებათ.

პედაგოგებსა და მოსწავლეებს მოუწევთ ატარონ პირბადეები, გამოიყენონ საპონი, თერმომეტრები და დაიცვან დისტანცია.

სასწავლო დაწესებულებებში არ იმუშავებს სასადილოები, აკრძალული იქნება გაშლილი თმის ტარება და დასვენებებზე მიზეზის გარეშე სადმე გასვლა.

წესების თანახმად, ბავშვები არ არიან ვალდებული უშუალოდ სკოლის შენობაში პირბადეებით ისარგებლონ, თუმცა უსაფრთხოება მნიშვნელოვანია. ერთი სიტყვით, კორონავირუსის ეპოქაში სკოლა რადიკალურად განსხვავებული იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0