კალაძე: გაფრთხილებთ, ნებისმიერ სამართალდარღვევაზე სახელმწიფოს ექნება უმკაცრესი რეაგირება

© photo: Sputnikკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კალაძის ინფორმაციით, დილიდან მხოლოდ რამდენიმე უბანზე აღინიშნებოდა საარჩევნო პროცესის შეფერხების მცდელობა.

თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო პროცესი მშვიდ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს, ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ცესკოს ბრიფინგი: ამომრჩეველთა აქტიურობის დონე 12:00 საათისთვის>>

კალაძის ინფორმაციით, დილიდან საარჩევნო პროცესის შეფერხების მცდელობას მხოლოდ რამდენიმე უბანზე ჰქონდა ადგილი.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
თბილისის მერმა არჩევანი გააკეთა

„ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს სრულიად მშვიდ და თავისუფალ გარემოში. დილიდან სულ რამდენიმე უბანზე იყო გარკვეული პირების მხრიდან დაძაბულობის კერების წარმოქმნისა და საარჩევნო პროცესის შეფერხების მცდელობა. ჩვენ ამაზე წინასწარ ვისაუბრეთ, რომ ეს მოსალოდნელი იყო კონკრეტული ოპოზიციონერი პარტიების მხრიდან“, – ამბობს კალაძე.

კალაძის განცხადებით, საკმაოდ მაღალია მოქალაქეების პასუხისმგებლობა, რაც გამოიხატება მაღალ აქტივობაში.

„ეს ნამდვილად მისასალმებელი ფაქტია, რისთვისაც მადლობას ვუხდით თითოეულ მოქალაქეს და თითეულ ჩვენს მხარდამჭერს“, – განაცხადა კალაძემ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლებმა უკვე ათზე მეტი საჩივარი დაწერეს>>

პარტიის გენერალურმა მდივანმა ოპოზიციის მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციებზეც ისაუბრა. მისი თქმით, რამდენიმე წუთის წინ მიიღეს ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის ორგანიზებით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, არეულობის შექმნის მიზნით, ხდება ზონდერ–ჯგუფების მობილიზება.

„ვაფრთხილებთ ყველას, ტყუილად ნუ ცდილობენ სიტუაციის დაძაბვას და საარჩევნო პროცესის შეფერხებას. ნებისმიერ სამართალდარღვევაზე, დანაშაულებრივ ქმედებაზე სახელმწიფოს ექნება უმკაცრესი რეაგირება“, – განაცხადა კალაძემ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით. მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნებში 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.

ყველა ახალი ამბავი
0