22:01 18 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0907
  • 100 RUB4.2851
  • USD2.7559
რომის პაპი ფრანსისკ I

რომის პაპი საქართველოს სექტემბრის ბოლოს ეწვევა

© photo: Sputnik / Asatur Yesayants
ანონსები
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს რომის პაპი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა (33)
4002

კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი საქართველოში 2 ოქტომბრის ჩათვლით დარჩება.

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. რომის პაპი ფრანცისკი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 30 სექტემბერს ეწვევა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით. 

„რომის პაპის თბილისში ვიზიტი 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში იგეგმება. მხარეები პროგრამის ვიზიტზე მუშაობენ, რომელსაც მოგვიანებით გავავრცელებთ“, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

აპრილში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რომის პაპი საქართველოსა და აზერბაიჯანში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის, ასევე ორივე ქვეყნის სამოქალაქო და რელიგიური ხელისუფლების მიწვევით ესტუმრება.

პაპი ფრანცისკი ივნისის ბოლოს სომხეთში იმყოფებოდა სამდღიანი ვიზიტით.

თემები:
საქართველოს რომის პაპი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა (33)

მთავარი თემები