21:57 18 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0907
  • 100 RUB4.2851
  • USD2.7559
მართლმადიდებლური სიმღერის საერთაშორისო ფესტივალი „განმანათლებელი“

Sputnik-ი ვალაამში მიმდინარე ფესტივალ „განმანათლებელის“ ტრანსლირებას გთავაზობთ

Фото: Пресс-служба фестиваля "Просветитель"
ანონსები
მოკლე ბმულის მიღება
3010

ტრანსლაციის ხილვა „Sputnik საქართველოს“ პორტალზე 27 ივლისს თბილისის დროით 17:00 საათიდან და 28 ივლისს 16:30 საათიდან იქნება შესაძლებელი.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik საქართველო“ 27-28 ივლისს მართლმადიდებლური სიმღერის II საერთაშორისო ფესტივალზე წმინდა სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდისა და ქრისტეს ენაზე მომღერალი ასირიელი სქიარქიმანდრიტ სერაფიმეს გამოსვლის პირდაპირ ტრანსლირებას გთავაზობთ. ტრანსლაციის ხილვა „Sputnik საქართველოს“ პორტალზე 27 ივლისს თბილისის დროით 17:00 საათიდან, ხოლო 28 ივლისს 16:30 საათიდან იქნება შესაძლებელი.

მართლმადიდებლური სიმღერის II საერთაშორისო ფესტივალი „განმანათლებელი“ 27-28 ივლისს ვალაამსკის ტაძრის (კარელია) ტერიტორიაზე ჩატარდება. ვალაამში მეორე წელია  სასულიერო გუნდები იკრიბებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რათა ფესტივალის სტუმრებს საკუთარი ხალხების კულტურა წარუდგინონ. 2016 წლის ფესტივალის მონაწილეთა შორის არიან საქართველოს, სომხეთის, ბულგარეთის, საბერძნეთის, ლიბანის, რუსეთისა და რუმინეთის კოლექტივები. ფესტივალის უნიკალური პროგრამა მუსიკალურ და პოეტურ ჭრილში მართლმადიდებლური დღესასწაულების შესახებ მოგითხრობთ.

მთავარი თემები