09:23 21 აპრილი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0291
  • 100 RUB4.2126
  • USD2.6935
თბილისი

ქართული წარმომავლობის რუსი რეპერი L'One თბილისში კონცერტს გამართავს

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
ანონსები
მოკლე ბმულის მიღება
5611

პროექტ Black Star-ის მონაწილე, მუსიკალური კონკურსების გამარჯვებული და ლაურეატი, ჰიპ-ჰოპის შემსრულებელი თბილისში თავის ახალ ალბომს წარმოადგენს.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ქართული წარმომავლობის ჰიპ-ჰოპის პოპულარული რუსი შემსრულებელი ლევან გოროზია, რომელიც L'One-ის სახელითაა ცნობილი, თბილისში 19 ივნისს კონცერტს გამართავს.

რეპერის კონცერტი ცოცხალი შესრულებით თბილისის კლუბ Triumph-ში ჩატარდება. მომღერლის გამოსვლა მისი ტურისა და ბოლო ალბომის Без локтей-ს პრეზენტაციის ფარგლებში გაიმართება.

წვეულებაზე დაუკრავენ ქართველი დიჯეი გიგი ჩიჩუა და მუსიკალური პროექტი Аbstract Сat.

რუსი რეპერის კონცერტის ორგანიზატორია Event-კომპანია Tbilisi City.

L'One კრასნოიარსკში 1985 წელს დაიბადა, შემდეგ საცხოვრებლად იაკუტსკში გადავიდა. იქ დაიწყო თავისი კარიერა. თავისი პირველი სოლო ალბომის ჩაწერისა და რელიზის შემდეგ ლევანი თავის თანამოაზრე Nel'-თან ერთად მოსკოვში გადადის და ჯგუფ Marselle-ს აყალიბებს. ჯგუფი 2011 წლამდე წარმატებით მოღვაწეობდა.

2011 წლის 18 მაისიდან ლევანი ოფიციალურად ხდება ლეიბლის Black Star მონაწილე, რომლის ლიდერიც რუსი რეპერი ტიმატია.

გოროზია ტანსაცმლის საკუთარი ხაზის Cosmokot მფლობელია, რომელიც Black Star Wear-ის ბრენდით გამოდის. ჰყავს მეუღლე — ანა გოროზია და ვაჟი.

მთავარი თემები