ტიმატი თბილისში კონცერტს გამართავს

© photo: Sputnik / Said Tsarnaev / გადასვლა მედიაბანკშიტიმატი
ტიმატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტიმატი თბილისში საკონცერტო ტურის ”მზად ვარ შრომისა და თავდაცვისთვის” ფარგლებში L'ONE-თან - ლევან გოროზიასთან ერთად გამოვა.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. ჰიპ-ჰოპის რუსმა შემსრულებელმა ტიმატიმ საქართველოში თავის კონცერტზე დასასწრებად თაყვანისმცემლებს ბილეთების შეძენისკენ მოუწოდა. კონცერტი თბილისის სპორტის სასახლეში 4 ივნისს გაიმართება.

ტიმატი თბილისში საკონცერტო ტურის ”მზად ვარ შრომისა და თავდაცვისთვის” ფარგლებში L'ONE-თან — ლევან გოროზიასთან ერთად გამოვა.

”იჩქარეთ და იყიდეთ ბილეთები კონცერტზე ”ტიმატი და L'One”!”, — წერს მომღერალი სოციალური ქსელ „ფეისბუქის“ საკუთრ გვერდზე.

როგორც კონცერტის ორგანიზატორებმა — ქართულმა კომპანიებმა ”გლობალ ივენთმა” და ”ივენთერმა” აღნიშნეს, დაგეგმილია ახალი ალბომის პრეზენტაცია, ასევე ცნობილი ჰიტების შესრულება.

”გრანდიოზული warm up და დაუვიწყარი კონცერტი თბილისის სპორტის სასახლეში, 4 ივნისს 21:00 სთ-ზე დაიწყება”, — აღნიშნულია ღონისძიების ოფიციალურ გვერდზე Facebook-ში.

ტიმატი (ტიმურ იუნუსოვი) ჰიპ-ჰოპის რუსი შემსრულებელი და მუსიკალური ლეიბლის Black Star Inc. თანადამფუძნებელია. ის რუსული მუსიკალური პრემიების არაერთგზის გამარჯვებულია. 2014 წელს მიიღო საერთაშორისო დონის პრემია World Music Awards (Best Russian Artist, Best R'n'B Artist Of Russia).

L'ONE-მა (ლევან გოროზია) თავისი კარიერა ჯგუფ Marselle-ში დაიწყო, რომელიც ყველაზე მოთხოვნად ანდეგრაუნდულ რუსულ კოლექტივად ითვლება. 2012 წელს მან სოლო შემოქმედებას მიჰყო ხელი. მალე ლეიბლზე Black Star inc. შემსრულებლის პირველი სოლო ალბომი ”Спутник” გამოდის, ხოლო ერთი წლის შემდეგ — მეორე ფირფიტა ”Одинокая вселенная”. 2014 წელს მან გამართა მასშტაბური ტური ”ყველაფერი ან არაფერი”, რომლის ფარგლებშიც კონცერტებით რუსეთის 29 ქალაქს ეწვია.

საკონცერტო ტური ”მზად ვარ შრომისა და თავდაცვისთვის” თბილისის გარდა ასევე მოიცავს უფას, ყაზანს, ვორონეჟს, როსტოვს, სარატოვს, კრასნოდარს და სოჭს.


ყველა ახალი ამბავი
0