26 მაისს თბილისში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთ სამინისტრო მძღოლებს 22-26 მაისს ქალაქის ცენტრში მოძრაობის შეზღუდვების თაობაზე აფრთხილებს.

თბილისი, 22 მაისი – Sputnik. ქალაქის ცენტრში ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებების მომზადებისა და ჩატარების გამო წესდება, რომელიც 26 მაისს აღინიშნება, – იუწყება შს სამინისტრო. 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებების მომზადებისა და ჩატარების გამო ქალაქის ცენტრში ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები წესდება, იუწყება შსს.

კერძოდ, 22 მაისს დილის 09:00 საათიდან 26 მაისის საღამომდე, სადღესასწაულო ღონისძიებების დასრულებამდე ავტოტრანსპორტით მოძრაობა აკრძალული იქნება ვარდების მოედანზე. რუსთაველის გამზირი გადაიკეტება 24 მაისს საღამოს 21:00 საათზე. 

მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირის მკვეთ ქუჩებზეც: ალექსანდრე ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძის, უსახელოს, ჯორჯაძის, ლაღიძისა და მესხიას ქუჩებზე. 

 26 მაისს 05:00 საათიდან თავისუფლების მოედანზე მოძრაობა აიკრძალება, ხოლო შეიზღუდება ლესელიძის, დადიანისა და ლეონიძის ქუჩებზე.  ავტომანქანები იმოძრავებენ შემოვლითი გზით – თაბუკაშვილისა და ჭონქაძის ქუჩებით.  

ჩამოთვლილ ქუჩებსა და მოედნებზე ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები 27 მაისს, საზეიმო ღონისძიებების დასრულების შემდეგ მოიხსნება. 

 

ყველა ახალი ამბავი
0