00:39 19 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
Фигурное катание. Командный чемпионат мира. Танцы. Произвольная программа

თბილისში, ნანტსა და საარბრიუკენში აპრილში ფოტომარათონი „ტრანსფორმაცია“ გაიმართება

© photo: Sputnik / Владимир Песня
ანონსები
მოკლე ბმულის მიღება
401

თბილისში (საქართველო), ნანტსა (საფრანგეთი) და საარბრიუკენში (გერმანია) 25 აპრილს ერთდროულად დაიწყება ფოტომარათონი „ტრანსფორმაცია“. ამის შესახებ იუწყება გოეთეს ინსტიტუტი, რომელიც საქართველოში ფრანგულ ინსტიტუტთან ერთად არის ღონისძიების ორგანიზატორი.

თბილისი, 17 აპრ.  თბილისში (საქართველო), ნანტსა (საფრანგეთი) და საარბრიუკენში (გერმანია) 25 აპრილს ერთდროულად დაიწყება ფოტომარათონი „ტრანსფორმაცია“. ამის შესახებ იუწყება გოეთეს ინსტიტუტი, რომელიც საქართველოში ფრანგულ ინსტიტუტთან ერთად არის ღონისძიების ორგანიზატორი.

პროექტის კურატორის ელენე გვასალიას თქმით, ფოტომარათონის მონაწილეებმა, გასული წლის მსგავსად, დავალება 24 საათის განმავლობაში უნდა შეასრულონ.

„თითოეული დავალების მისაცემად მონაწილეებს მე დავუნიშნავ შეხვედრებს ქალაქის სხვადასხვა წერტილებში. მათ შესასრულებლად მიეცემათ დრო 4 საათი. დავალების თემები შეიცვლება იმის მიხედვით, დღის რა მონაკვეთი იქნება. პირველი შეკრება გვექნება გოეთეს ინსტიტუტის ეზოში თბილისის დროით დღის 12 საათზე. შემდეგი შეხვედრის წერტილს მონაწილეები იქვე გაიგებენ“, – განაცხადა გვასალიამ „ახალი ამბები – საქართველოს“ კორესპონდენტთან საუბრისას ხუთშაბათს, 16 აპრილს.

მონაწილეთა ნამუშევრებს შეაფასებს ჟიური, რომელშიც იქნებიან ცნობილი ქართველი ფოტოგრაფები, ასევე გოეთეს ინსტიტუტისა და საქართველოში ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენლები. სხვა პრიზებთან ერთად გამარჯვებულს საშუალება მიეცემა, გაიაროს გერმანულ ან ფრანგულ ენაში მომზადების სამთვიანი უფასო კურსები.

მაისის ბოლოს გაიმართება გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება სამი ქვეყნის ფოტომარათონში მონაწილე ფოტოგრაფების 24 საუკეთესო ნამუშევარი. მხარეები ფოტოების გაცვლასაც აპირებენ, რაც ნიშნავს, რომ ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრებს საფრათნგეთსა და გერმანიაში გაეცნობიან.

 

ფოტომარათონში მონაწილეობის მსურველებმა 22 აპრილამდე უნდა დატოვონ განაცხადი გოეთეს ინსტიტუტის საიტზე. პროექტში მონაწილეობისთვის 2 ლარი იქნება საჭირო.

თემაზე

აღმოსავლეთ საქართველოში მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს – შსს
საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტებმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალ სამიტზე იმსჯელეს
თეგი:
ფოტომარათონი „ტრანსფორმაცია, გოეთეს ინსტიტუტი

მთავარი თემები