00:59 25 აპრილი 2017
პირდაპირი ეთერი
ანონსები

15 სექტემბრიდან თბილისსა და ვარშავას პირდაპირი ავიარეისები დააკავშირებს

ანონსები
მოკლე ბმულის მიღება
6 0 0

15 სექტემბრიდან პოლონური ავიაკომპანია LOT თბილისსა და ვარშავას შორის პირდაპირი ავიარეისების შესრულებას შეუდგება, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს პოლონეთში საქართველოს საელჩოში.

 

თბილისი, 3 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. 15 სექტემბრიდან პოლონური ავიაკომპანია LOT თბილისსა და ვარშავას შორის პირდაპირი ავიარეისების შესრულებას შეუდგება, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს პოლონეთში საქართველოს საელჩოში.

რეისი ვარშავა-თბილისი შესრულდება ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს. გაფრენა 22.30 საათზე ვარშავის დროით, მოფრენა თბილისში - 03.50 თბილისის დროით.

რეისი თბილისი-ვარშავა შესრულდება ყოველ ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას. გაფრენა 05.00 საათზე თბილისის დროით, ხოლო ვარშავაში ჩაფრენა - 06.40 ადგილობრივი დროით.

”აქამდე თბილისსა და ვარშავას შორის პირდაპირი რეგულარული რეისები არ სრულდებოდა, იყო მხოლოდ ჩარტერული რეისები”, - განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს თბილისის აეროპორტში.

მთავარი თემები