ნიკა ჩიტაძე: საქართველომ ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილები არ უნდა მიიღოს

© photo: courtesy of Nika Chitadzeექსპერტი ნიკა ჩიტაძე
ექსპერტი ნიკა ჩიტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა

საქართველოს ახლო აღმოსავლეთიდან ათასობოთ ლტოლვილის მიღება გაუჭირდება, განუცხადა პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ „Sputnik- საქართველოს“.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინიტრმა სებასტიან კურცმა წამოაყენა წინადადება, ლტოლვილების მისაღები ევროკავშირის ცენტრები ბლოკის საზღვრებს გარეთ, მაგალითად, საქართველოში ან დასავლეთ ბალკანებში  შეიქმნას, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ყოველკვირეულ გამოცემა Bild am Sonntag-ზე დაყრდნობით, რომელშიც მინისტრის ინტერვიუ გამოქვეყნდა.

„ქვეყანაში არსებული ეკონომიკურიიდან სიტუაციიდან თუ   უსაფრთხოების მიზნებიდან  გამომდინარე, საქართველომ არ უნდა გაიზიაროს თავისი ეროპელი პარტნიორების პოზიცია ლტოლვილთა მიღებასთან დაკავშირებით“, — აცხადებს პოლიტიკური ექსპერტი ნიკა ჩიტაძე.

პოლიტოლოგის აზრით საქართველოს ისედაც საკუთარი ტერიტორიიდან  300 000–ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი ჰყავს, ამიტომ ლტოლვილთა ბანაკების გახსნა და ახლო აღმოსავლეთიდან კიდევ  ათასობით ლტოლვილის მიღება  საქართველოსთვის ადვილი არ იქნება.

„აქ შეიძლება საუბარი იყოს დაახლოებით 10  000 ადამიანზე, მაგრამ ამ რაოდენობის ლტოლვილების უზრუნველყოფაც, რა თქმა უნდა, გაუჭირდება საქართველოს“, — განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ლტოლვილები - Sputnik საქართველო
ავსტრიის საგარეო უწყება: ლტოლვილთა ცენტრები უნდა მოეწყოს საქართველოში ან ეგვიპტეში

მისი თქმით, აქ პირველ რიგში გასათვალისწინებელია ის მძიმე სოციალურ–ეკონომიკური ვითარება, რომელიც  ქვეყანაში არსებობს. როგორც ცნობილია,  საქართველო სიმდიდრის მიხედვით 108-ე ადგილზეა მსოფლიოს 189 ქვეყანას შორის. გარდა ამისა, ყოველთვის იარსებებს გარე ძალების მიერ  ამ ლტოლვილების გამოყენების საფრთხე   ქვეყანაში ვითარების დასაძაბად.

„ევროკავშირმა  რომც გამოხატოს მზადყოფნა და გამოყოს გარკვეული დაფინანსება, საქართველო მაინც არ უნდა დათანხმდეს ამ წინადადებას ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“, — მიაჩნია ექსპერტს.

მისი თქმით, აღსანიშნავია ისიც, რომ ევროპაში განხორციელებული ტერაქტების დიდი ნაწილი სწორედ ემიგრანტებზე მოდის. ხოლო რაც შეეხება თვითონ ქვეყნის მოსახლეობის დამოკიდეულებას ამ საკითხისადმი, პოლიტოლოგის აზრით, ის ნეგატიური იქნება და „მოსახლეობა არ მოიწონებს დამატებით ლტოლვილების მიღებას საკუტარ ტერიტორიაზე“.

ყველა ახალი ამბავი
0