ბახტურიძე: სიგარეტზე მხოლოდ გადასახადის მატება მწეველთა რაოდენობას ვერ შეამცირებს

© FB/ George Bakhturidzeგიორგი ბახტურიძე
გიორგი ბახტურიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თამბაქოს ნაწარმზე ფასის ასეთი ზრდა მწეველების გარკვეულ რაოდენობას დააფიქრებს, რადგან ეს უკვე სერიოზულად აისახება მათ ბიუჯეტზე, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ ნაწილმა უარი თქვას თამბაქოს მოხმარებაზე. თუმცა, შეიძლება გარკვეული დროს შემდეგ ამ ჩვევას ისევ დაუბრუნდეს, აღნიშნა ბახტურიძემ.

ნატა პატარაია

თამბაქოზე ფასის მატება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სიგარეტისთვის თავის დანებების ერთ-ერთ ეფექტურ ზომად ითვლება. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში სხვა ზომები არ მოქმედებს, ეს მწეველთა რაოდენობის შემცირების თვალსაზრისით ძალიან ეფექტური ვერ იქნება, მიაჩნია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელს გიორგი ბახტურიძეს.

„პარალელურად უნდა აიკრძალოს თამბაქოს მოხმარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დახურულ შენობებში, ასევე სრულად უნდა მოხდეს ამ პროდუქტის პოპულარიზაციის აკრძალვაც, რაც ქვეყანას ჯერ კიდევ 2011 წლისთვის უნდა გაეკეთებინა“, — აღნიშნა გიორგი ბახტურიძემ.

თბილისი - Sputnik საქართველო
1 იანვრიდან თამბაქოზე, ნავთობპროდუქტებზე და ავტომობილებზე აქციზი გაიზარდა

ბოლო სამ წელიწადში ფილტრიან სიგარეტზე აქციზი 60 თეთრიდან 1,10 ლარამდე, ხოლო უფილტრო სიგარეტზე – 15-დან 30 თეთრამდე გაიზარდა. ანუ, არსებული აქციზის გადასახადის განაკვეთი გაორმაგდა და ამას დაემატა ახალი პროპორციული აქციზის განაკვეთი, რომელიც 10%-ს უტოლდება. მიმდინარე წლის 1 იანვრიდან კი აქციზი ერთ კოლოფ ფილტრიან სიგარეტზე კიდევ 0,6 ლარით გაიზარდა და 1,7 ლარი გახდა, ხოლო უფილტრო სიგარეტზე – 0,3 ლარით და 0,6 ლარი შეადგინა.

გიორგი ბახტურიძის აზრით, გადასახადის 60 თეთრით მატება სიგარეტს დაახლოებით 70-80 თეთრით გააძვირებს.

„სიგარეტის ფასის ასეთი ზრდა მწეველების გარკვეულ რაოდენობას დააფიქრებს, რადგან ეს უკვე სერიოზულად აისახება მათ ბიუჯეტზე, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ ნაწილმა უარი თქვას თამბაქოს მოხმარებაზე. თუმცა, შეიძლება გარკვეული დროს შემდეგ ამ ჩვევას ისევ დაუბრუნდეს“, — აღნიშნა ბახტურიძემ.

მაგრამ, მისი თქმით, თამბაქოს მოწევა დახურულ შენობებში აკრძალული არ არის, მისი პოპულარიზაცია ახალგაზრდებში და ასევე საცალო რეალიზაცია ჯერ კიდევ ხდება, ამიტომ თუ ერთი ადამიანი მოწევას თავს ანებებს, ორი იწყებს, შესაბისად, მოხმარების მნიშვნელოვანი შემცირება მოსალოდნელი არაა.

„საქართველოში პერიოდულად წარმოებს მოწევის გავრცელების შესახებ კვლევები, რომლის მიხედვით შეგვიძლია გამოვთვალოთ, რომ საქართველოს მოსახლეობა თამბაქოს ნაწარმზე წელიწადში დაახლოებით მილიარდ ლარზე მეტს ხარჯავს, წელს კი დაახლოებით მილიარდ-ნახევარი ლარის გადაყრა მოუწევს. შედეგად მხოლოდ დაავადებებს და ადრეულ სიკვდილს მიიღებს, რაც მძიმე ტვირთად აწვება ქვეყნის ბიუჯეტს და აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას“, — აღნიშნა გიორგი ბახტურიძემ.

მთავრობის გეგმის თანახმად, აქციზები თამბაქოს ნაწარმზე მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში ყოველწლიურად გაიზრდება. გადასახადის გაზრდის მიზანი ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებაა.

ყველა ახალი ამბავი
0