08:30 02 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4626
  • 100 RUB4.4772
  • USD3.1172
ანალიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოში H1N1ვირუსი ვრცელდება (17)
57401

ჟვანიას სახელობის კლინიკის ექიმი–პედიატრი ეკა უბერი Sputnik–ს გრიპის თავიდან აცილებისა და მისი მკურნალობის გზებზე ესაუბრა.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველოში იზრდება ვირუს H1N1-ით, ანუ „ღორის გრიპით“ დასნებოვნებულთა რაოდენობა — ექიმები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, გამოყოფილია სამედიცინო ცენტრები, რომლებიც დრე–ღამის განმავლობაში მუშაობენ. ვირუსის გავრცელების პიკი, სპეციალისტების თქმით, თებერვალში დადგება. 

ჟვანიას სახელობის კლინიკის ექიმი–პედიატრი ეკა უბერი Sputnik–ს გრიპის თავიდან აცილებისა და მისი მკურნალობის გზებზე ესაუბრა. 

გრიპის პროფილაქტიკა

უბერის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანი ვირუსის მსუბუქი თუ მძიმე ფორმის მატარებელია, ის ნებისმიერ შემთხვევაში გადამდებია. თავდაცვის საუკეთესო მეთოდი — ეს დაავადებულთან კონტაქტზე უარის თქმაა. თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნა გიწევთ, ექიმი გირჩევთ, გაიკეთოთ სამედიცინო პირბადე, იცვალოთ იგი 2–3 საათში ერთხელ და ხშირად იბანოთ ხელები. 

 

ასევე აუცილებელია ოთახების შეძლებისდაგვარად ხშირად განიავება, განსაკუთრებით იმ ოთახებისა, სადაც ხალხმრავლობაა. 

„რაც უფრო ვიწროა ოთახი, მით უფრო მეტი ადამიანი შეიძლება დაავადდეს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხშირად გაანიავოთ ის“, — გვირჩევს უბერი. 

ვირუსი H1N1 ჰაერ–წვეთოვანი გზით გადაეცემა. ინფიცირებულ ადამიანს იოლად შეუძლია დაასნებოვნოს სხვა საუბრისას ან თუნდაც ხელის ჩამორთმევისას. ექიმის აზრით, გრიპის თავიდან არიდების ყველაზე ეფექტური მეთოდი — ეს აცრაა, ვინაიდან 50–60%-ით ამცირებს დაინფიცირების რისკს. ხოლო თუ ადამიანი მაინც დაავადდება, ავადმყოფობა გართულების გარეშე ჩაივლის. 

აცრა უნდა გაკეთდეს ყოველწლიურად, გრიპის სეზონის დაწყების წინ: სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში, ოღონდ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. ავადმყოფობის პერიოდში აცრა არ შეიძლება, ვინაიდან ამას უკუჩვენებები ახლავს. 

  

იმუნიტეტის გასაძლიერებლად, პირველ რიგში, უნდა მივდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს. სწორი კვება: ცილოვანი პროდუქტები, ხილი, ბოსტნეული, თევზი, ხორცი — ეს ჯანმრთელობის საწინდარია. თუ არასრულფასოვნად იკვებებით, აუცილებლად უნდა მიიღოთ ვიტამინები. 

ამას გარდა, იმუნიტეტისთვის აუცილებელია დაკავდეთ სპორტით, განსაკუთრებით, ბავშვები, რომლებიც ახლა ძალიან დიდ დროს ატარებენ კომპიუტერებთან. 

გრიპის სეზონზე ადამიანები დიდ ხანს უნდა ატარებდნენ სუფთა ჰაერზე, ხოლო საცხოვრებელში ე.წ. სველ წმენდას უნდა ატარებდნენ. არ არის რეკომენდებული ახალმოდურიგასახდომი დიეტების დაცვა, რათა ორგანიზმი არ დასუსტდეს. 

რისკის ჯგუფი

გრიპის პირველივე სიმპტომებისას ექიმებს დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ იმ ადამიანებმა, რომლებიც რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეთ ხუთ წლამდე ბავშვებსა და 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს, ორსულებს, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებსა და იმათ, ვინც ქიმიურ თერაპიას გადის, ან მძიმე პრეპარატებს ღებულობს. 

ასეთებმა მაღალი ტემპერატურის, ინტოქსიკაციის (სისუსტე, ღებინება, პირღებინების შეგრძნება, ხანდახან ფაღარათიც, ყელის მწვავე ტკივილი) შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს. 

მათ, ვინც რისკის ჯგუფში არ შედის, შეუძლიათ ექიმს იმ შემთხვევაში მიმართონ, თუ მდგომარეობა 48 საათის შემდეგ არ გამოუსწორდებათ. 

როგორ მოვიქცეთ, თუ გრიპი შეგვეყრება? 

უპირველეს ყოვლისა, ნუ ჩაცვივდებით პანიკაში!

თუ გრიპი დაგემართათ, მაგრამ რისკის ჯგუფში არ შედიხართ, სვით რაც შეიძლება დიდი რაოდენობით სითხე და შეზღუდეთ კონტაქტი ჯერ ისევ ჯანმრთელ ადამიანებთან. 

სიმპტომების გამოვლენიდან პირველი 24–48 საათის განმავლობაში შეგიძლიათ მიიღოთ სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები. ექიმების რჩევით, სიცხის დამწევი საშუალებების მიღება მხოლოდ მაღალი ტემპერატურისასაა რეკომენდებული. ყველა პრეპარატი ექიმთან უნდა იყოს შეთანხმებული. 

რაც შეეხება ხალხურ საშუალებებს — ნიორსა და ხახვს, ეს, უბერის თქმით, ბუნებრივი ანტიოქსიდანტებია, რომლებიც ორგანიზმის იმუნიტეტს კი აძლიერებს, მაგრამ ვირუსისგან არ კურნავს.  სხვათა შორის, არც ასი გრამი არყის ცნობილი მეთოდი შველის საქმეს. 

წესით გრიპმა 4–5 დღეში უნდა გაგიაროთ, მაგრამ თუ მაღალი ტემპერატურა, სისუსტე, პირღებინება, ყელის მწვავე ტკივილი მაინც გრჩებათ, მიმართეთ ექიმს. 

Sputnik-ი ჯანმრთელობას გისურვებთ! 

როგორ დავიცვათ თავი ე.წ. ღორის გრიპისგან
როგორ დავიცვათ თავი ე.წ. "ღორის გრიპისგან"

თემები:
საქართველოში H1N1ვირუსი ვრცელდება (17)

მთავარი თემები