საქართველოში უახლოეს დღეებში თბილი, თუმცა ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი

სინოპტიკოსებმა უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი გამოაქვეყნეს.
Sputnik
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. 12-13 მაისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავცრელებულ განცხადებაში.
სინოპტიკოსების ცნობით, თბილისში 12-13 მაისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 14 მაისს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 24, 26 გრადუსი დაფიქსირდება.
„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 12-13 მაისს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 14 მაისს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 22, 24 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 12-13 მაისს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 14 მაისს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 24, 26 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 12-13 მაისს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 14 მაისს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 21, 23 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 12-13 მაისს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 14 მაისს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 19, 21 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 24, 26 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 25, 27 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 21, 23 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 15, 17 გრადუსი დაფიქსირდება.