თბილისი, 10 მაისი — Sputnik. სამების საკათედრო ტაძრის ეზოში, მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების ჩასატარებლად ემზადებიან - ტაძარში უკვე მიიტანეს ჯებირები, ტაძრის ეზოში დამონტაჟდება ხმის გამაძლიერებლებიც.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს, 13:00 საათზე თბილისში, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართება.
წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება პირდაპირ ეთერში არ გადაიცემა - მოგვიანებით საზოგადოებისთვის ჩანაწერი გავრცელდება.
„თუ რომელიმე კანდიდატი 50%-ზე მეტ ხმას დააგროვებს - ამ შემთხვევაში 20 ხმას მიიღებს, მეორე ტური არ გაიმართება. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს 20 ხმას, მაშინ უპირატესი რჩება და მათ შორის იქნება კენჭისყრა და 39 ეპისკოპოსი ამ ორს შორის ამოირჩევს", - განაცხადა რამდენიმე დღის წინ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
11 მაისს დაგეგმილ გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე ისაუბრა პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომაც საკვირაო წირვაზე, რომელიც დღეს სამების ტაძარში აღავლინა.
„მხოლოდ მადლის მეშვეობით შეგვეძლება ჩვენ ღირსეულად და წარმატებითჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ ჩვენ ყველას გველის. ეს არის დიდი, გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზეც უნდა მოხდეს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა. ვევედროთ უფალს, მოგვცეს ეს მადლი, ცოცხალი წყალი, რომშეგვაძლებინოს მივიღოთ გადაწყვეტილება ბრძნული, გონიერი, ღვთის ნებით, ჩვენიეკლესიისთვის და ჩვენი ერისთვის სასარგებლო ისევე, როგორც 49 წლის წინ, სრულიადსაქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გამორჩევით მრავალი სიკეთემოხდა და აღსრულდა ჩვენს ეკლესიაში, ჩვენს ერში“, - განაცხადა მეუფე შიომ.
მისივე თქმით, ხვალინდელი დღე უნდა გახდეს საწინდარი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გზის გაგრძელების.
"ეს არის გზა მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულების, ღვთისმსახურების, ხალხისსიყვარულის, ერთსულოვნებაზე ზრუნვის, საქართველოში მშვიდობის და გაერთიანების, თავგანწირული მსახურების. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს, გაამთლიანოს, გააძლიეროს სრულიად საქართველო", - აღნიშნა მეუფე შიომ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილიამეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტსგარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყოქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
პატრიარქის არჩევის პროცედურა
კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევს გაფართოებული კრება, რომელშიც შედიან: წმინდასინოდის ყველა წევრი, თითო ეპარქიიდან ორ-ორი სასულიერო პირი და თითო საეროპირი. მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან იმდენივე წარმომადგენელი მონაწილეობს, რამდენიც ყველა დანარჩენი ეპარქიიდან ერთად. გაფართოებულ კრებაში ასევე შედისორ-ორი წარმომადგენელი თითოეული მონასტრიდან, სასულიერო აკადემიისა დასემინარიიდან, ასევე ოთხი დელეგატი გელათის აკადემიიდან.
გაფართოებული კრების თითოეულ მონაწილეს აქვს უფლება, გამოთქვას საკუთარიმოსაზრება პატრიარქობის კანდიდატებთან დაკავშირებით. თუმცა, ახალიკათოლიკოს-პატრიარქის არჩევის უფლება მხოლოდ წმინდა სინოდის წევრებს აქვთ.
გაფართოებული კრება, ისევე როგორც სრულიად საქართველოს ახალიკათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია, თბილისის წმინდა სამების საკათედროტაძარში გაიმართება.
გაფართოებულ კრებაზე, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება, შერჩეულკანდიდატებს შორის საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ - არჩეულად ჩაითვლებაკანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმების ნახევარზე მეტს, ანუ არანაკლებ 20-ისა.
წმინდა სინოდმა 28 აპრილს გამართულ სხდომაზე პატრიარქობის სამი კანდიდატიგამოარჩია - კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუსმიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).