თბილისი, 10 მაისი - Sputnik. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა აღიარა, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინის თემაზე მოლაპარაკებებში სწრაფი შედეგის იმედი აქვს, თუმცა ასეთ მოლოდინებს არარეალური უწოდა.
„ამერიკას სწრაფი შედეგები სურს, მაგრამ ეს ყოველთვის არ არის შესაძლებელი, რადგან მოლაპარაკებები ძალიან რთულია, მრავალი დეტალი ახლავს. ამერიკა ადრეც ამბობდა, რომ მათ სურთ შედეგების რაც შეიძლება სწრაფად დანახვა, რომ ეს პრაქტიკულად ერთ ღამეში შეიძლება მოგვარდეს. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის; ეს მეტ ძალისხმევას მოითხოვს“, - განაცხადა მან ტელეარხ „ზვეზდას“ ეთერში.
პესკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონის მიერ მოლაპარაკებების პროცესიდან გასვლის განზრახვის სიგნალებს ვერ ხედავს.
ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გააფრთხილა, რომ ვაშინგტონი არ აპირებს დაუსრულებლად ძალისხმევის ჩადებას კონფლიქტის მოგვარებაში, თუ რეალურ პროგრესს ვერ დაინახავს.