იგი ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად გაიზარდა - 8%-დან 8,25%-მდე. ეროვნულ ბანკში აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად ეკონომიკისთვის რისკების შემცირება და ლარის სტაბილური გაცვლითი კურსის შენარჩუნება დაასახელეს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება აუცილებელი ღონისძიებაა.
ეროვნული ბანკი პირობას დებს, რომ კრიზისის დაძლევის შემდეგ წლიური ინფლაციის მაჩვენებელი პროგნოზირებუკ- 3%-იან ნიშნულს დაუბრუნდება. თუმცა, ექსპერტების აზრით, ეს 2027 წლამდე შეუძლებელი იქნება.