თბილისი, 7 მაისი — Sputnik. მეტროსადგურ 300 არაგველზე ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა - სამაშველო ჯგუფმა მოქალაქე ლიანდაგებიდან ამოიყვანა, იუწყება ტელეკომპანია "მთავარი".
გავრცელებული ინფორმაციით, მგზავრი, რომელიც ლიანდაგებში ჩავარდა, კლინიკაშია გადაყვანილი. მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.
მომხდარის გამო თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებული იყო.
ადგილზე სასწრაფო და სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული.