დიდუბესა და ნაძალადევში ბუნებრივი აირის გარეშე 6000 აბონენტი დარჩა

"თბილისი ენერჯი" პრობლემის მოგვარებას და გაზმომარაგების სრულად აღდგენას საღამოსთვის ვარაუდობს.
Sputnik
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, დიდუბისა და ნაძალადევის რაიონში გაზის მიწოდება ავარიულად 6000 აბონენტს შეუწყდა, იუწყება "თბილისი ენერჯი".
გაზი ამ უბნებში საცხოვრებელ კორპუსებსა და კომერციულ ობიექტებს ავარიულად 7 მაისის 00:30 საათიდან გაითიშა.
კომპანია ვარაუდობს, რომ გაზმომარაგების აღდგენას 20:00 სთ-მდე შეძლებს.
კომპანია სთხოვს მოსახლეობას ყურადღებით იყოს და არ დატოვოს გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში. ხოლო თუ გაზის სუნს იგრძნობენ, დარეკონ ცხელი ხაზზე: (995 32 2404004) ან დაუკავშირდნენ სწრაფი რეაგირების სამსახურს -114.