თბილისი, 6 მაისი — Sputnik. უკრაინულ საზოგადოებაში არსებული ამჟამინდელი ვითარება აჩვენებს, რომ კიევმა მოსკოვთან კონფლიქტი უკვე წააგო, მიუხედავად იმისა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი საპირისპირო განცხადებებს აკეთებს, დაწერა უკრაინელმა ისტორიკოსმა მარტა გავრიშკომ პლატფორმა X-ზე.
„ზელენსკი ამტკიცებს, რომ კიევი ამ დაპირისპირებაში არ აგებს. თუმცა ქვეყანამ, სადაც მეზობლები ერთმანეთზე ნადირობენ, ადამიანები ფრონტზე საკუთარი ნების წინააღმდეგ მიჰყავთ, მათ ოჯახის წევრებს კი ფიზიკურად უსწორდებიან და წიწაკის სპრეის ასხამენ, უკვე წააგო“, — დაწერა გავრიშკომ.
როგორც ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, იგი გაკვირვებულია კიევის რეჟიმის ხელმძღვანელის უარით უკრაინის საკითხზე შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით. ამერიკელი ლიდერის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან „გარიგების დადება გაცილებით რთულია“, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.
15 მარტს, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი ღიაა უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის და რომ ფრონტზე არსებული დინამიკა „მოსკოვისთვის პოზიტიურია“.