ქალაქში ტროტუარები ეტლით მოსარგებლე პირებისთვის უფრო მოხერხებული გახდა, თუმცა, ტროტუარებზე ავტომობილების პარკირების პრობლემა, რაც აფერხებს ქვეითების გადაადგილებას, კვლავ აქტუალურია - მათთვის გვერდის ავლა ხშირად რთულია.
ამასთან, თანამედროვე მუნიციპალური ავტობუსები აღჭურვილია სპეციალური იატაკითა და მექანიზმებით. შშმ პირებს გადაადგილებაში მძღოლები ეხმარებიან, რომლებიც გაჩერებებზე მათ უსაფრთხო ჩასვლა-ამოსვლას უზრუნველყოფენ