როგორ შეიცვალა ფასები საქართველოში – აპრილის მონაცემები

2026 წლის აპრილში, 2026 წლის მარტთან შედარებით, ინფლაციის დონემ 1,7% შეადგინა.
Sputnik
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2026 წლის აპრილი 2025 წლის აპრილთან) 5,9% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელი კი 3%-ია, ნათქვამია ეროვნული სტატისტიკის სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
წინა თვეებში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ შეადგინა 4,8% (2026 წლის იანვარი 2025 წლის იანვართან), 4,6% (2025 წლის თებერვალი 2026 თებერვალთან) და 4,3% (2025 წლის მარტი 2026 მარტთან).
აპრილში ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა ტრანსპორტზე (10,3%), სასტუმროებსა და რესტორნებზე (7,5%), სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე (7,5%), ალკოჰოლსა და თამბაქოს ნაწარმზე (6,5%), კომუნალურ მომსახურებაზე (6,5%), ჯანდაცვაზე (4,9%), ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე (2,9%) და განათლების სფეროში (2,4%).
ფასები შემცირდა კავშირგაბმულობაზე (4,0%), ავეჯზე, საყოფაცხოვრებო საქონელსა და სახლის მოვლის საშუალებებზე (2,4%), ასევე დასვენებასა და გართობაზე (0,4%).
2026 წლის აპრილში, 2026 წლის მარტთან შედარებით, ინფლაციის დონემ 1,7% შეადგინა.