ვანში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს

უწყება მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე.
Sputnik
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ვანში ყველის საწარმოს საქმიანობა შეუჩერეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ინსპექტორებმა ბიზნესოპერატორი არაგეგმურად შეამოწმეს. უწყების ცნობით, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხესულორში ფიზიკური პირი ყველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა. გარდა ამისა, დარღვეული იყო ტექნოლოგიური პროცესი და მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესიც.
გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.