თბილისი, 5 მაისი – Sputnik. ნავთობზე ფასების ზრდის გამო რუსეთის ბიუჯეტი დამატებით 200 მილიარდ რუბლს მიიღებს, განაცხადა რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა Вестей-ს ჟურნალისტ პაველ ზარუბინისთვის მიცემულ ინტერვიუში.
აღნიშნული თანხა დოლარში დაახლოებით 2,6-2,7 მილიარდს შეადგენს.
„ჩვენ ველოდებით ამ დამატებით შემოსავლებს, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში შემოსულობები და შემოსავლების დანაკლისის მაჩვენებლები თანაბარია... საუბარია დაახლოებით 200 მილიარდ რუბლზე", — განაცხადა სილუანოვმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ, ფაქტობრივად, ბიუჯეტში შესული დამატებითი თანხები და შემოსავლების დანაკლისი ერთმანეთს დააბალანსებს.
ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ, რომელშიც ირანთან ერთად სპარსეთის ყურის მოსაზღვრე ქვეყნებიც აღმოჩნდნენ ჩართული, ნავთობზე ფასები მკვეთრად გაიზარდა. ამასთან, ბაზარზე ვოლატილობის ფაქტორს ამწვავებს ჰორმუზის სრუტის შესაძლო ბლოკირების რისკიც.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტის განცხადებით, ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო ირანში ნავთობის საცავები სწრაფად შეივსო. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ ირანის ხელისუფლება უახლოეს მომავალში საბადოების კონსერვაციის პროცესს დაიწყებს.