ხობში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტო შეახსენებს ბიზნესოპერატორებს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე საქმიანობა აკრძალულია.
Sputnik
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. სამეგრელოში რძის პროდუქტების არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის ინსპექტორებმა ხობის რაიონის სოფ ჭალადიდში შპს „ფერმა ბოჩი“ არაგეგმურად შეამოწმეს.
გაირკვა, რომ ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, რძის პროდუქტებს აწარმოებდა.
„ობიექტზე გამოვლინდა ჰიგიენური ნორმებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი საქმიანობის აღიარებამდე და რეგისტრაციამდე“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო შეახსენებს ბიზნესოპერატორებს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე საქმიანობა აკრძალულია.