რამდენი ქორწინება დარეგისტრირდა საქართველოში: მონაცემები განახლდა

საქართველოში ქორწინებების პიკი მოდის ივლისზე, სექტემბერსა და ოქტომბერზე. ამ თვალსაზრისით ყველაზე არაპოპულარული თვეებია მარტი, მაისი და დეკემბერი.
Sputnik
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. 2025 წელს საქართველოში ოფიციალურად დარეგისტრირებული ქორწინების რიცხვმა 22,3 ათასი შეადგინა, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 2,9%-ით მეტია, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
უწყების ცნობით, რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობით პირველი ადგილზეა თბილისი, სადაც 6,6 ათასი ქორწინება დაფიქსირდა, მეორეზე ბათუმია (1,2 ათასი) და მესამეზე – ქუთაისი (1,3 ათასი).
მამაკაცებისა და ქალების უმრავლესობისთვის 2025 წელს რეგისტრირებული ქორწინება იყო პირველი, 4,778 მამაკაცმა და 4,999 ქალმა კი გადაწყვიტა ოჯახის მეორედ (მესამედ) შექმნა.
საქართველოში ქორწინებების პიკი მოდის ივლისზე, სექტემბერსა და ოქტომბერზე. ამ თვალსაზრისით ყველაზე არაპოპულარული თვეებია მარტი, მაისი და დეკემბერი.
დაქორწინების ძირითადი ნაწილი 20-დან 39 წლამდე ასაკში ხდება. საქართველოში მამაკაცები 25-დან 35 წლამდე ასაკში ქორწინდებიან, ხოლო ქალები - 20-დან 30 წლამდე. 50 წლის შემდეგ ქორწინება კი გადაწყვიტა 2,737 მამაკაცმა და 2,147 ქალმა.
„საქსტატის" მონაცემებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში 18-დან 20 წლამდე ასაკში დაქორწინებულთა რაოდენობა ორჯერ შემცირდა, მამაკაცების შემთხვევაში - სამჯერ. ასევე ორჯერ შემცირდა 20-დან 25 წლამდე პირების ქორწინება.
საქართველოში ქორწინების რეგისტრაცია 18 წლიდანაა შესაძლებელი. ქორწინების რეგისტრაცია იუსტიციის სახლებში მარტივი და უფასოა და იგი განაცხადის შეტანის დღესვე ხდება.