თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საქართველოში გრიპის სეზონი დასრულებულია, ახლა ქვეყანაში შემდეგი ცირკულირებს შემდეგ ვირუსები - რინოვირუსი, მეტაპნევმოვირუსი და რესპირატორულ- სინციტიური ვირუსი, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ.
გრიპის სეზონი საქართველოში, ჩვეულებრივ, ნოემბერში იწყება, პიკს დეკემბერ–იანვარში აღწევს და მარტის ან აპრილის ბოლომდე გრძელდება. 2025-2026 წლის სეზონზე საქართველოში გრიპის შემთხვევების მატების მაქსიმალური რაოდენობა დეკემბრის ბოლო ორი კვირაში დაფიქსირდა.
„გრიპის ვირუსი სრულად ჩაანაცვლა რესპირატორულ-სინციტიურმა ვირუსმა, რომელიც დომინანტური გახდა. რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი 43%-ში განაპირობებს მწვავე რესპირაციულ ავადობას. აღნიშნული ვირუსი 3-წლამდე ბავშვებში ბრონქიოლიტის განვითარებას, 60 წელს ზემოთ პირებში კი ფილტვების ანთებას იწვევს", - განაცხადა ჩხაიძემ.
იმ ვირუსებისთვის, რომლებიც ახლა ქვეყანაში ცირკულირებს, დამახასიათებელია: დაბალი ტემპერატურა, მსუბუქი ყელის ტკივილი, ცემინება. ავადობის სტატისტიკაში ყველაზე მეტი წილი მოდის რინოვირუსზე, ადამიანის მეტაპნევმოვირუსსა და რესპირატორულ-სინციტიური ვირუსზე.
„ისინი არ განაპირობებს მძიმე ავადობას. მათთვის დამახასიათებელია ცხვირიდან გამონადენი, ცემინება, ყელის ტკივილი და გაღიზიანება, ხველა, ცხელება, საერთო სისუსტე და დაღლილობა, თავის ტკივილი, მადის დაკარგვაც “, - აღნიშნავს ჩხაიძე.
რაც შეეხება რინოვირუსს, მსგავსი ინფექციები იწვევს გაციებას, ყელის ტკივილს, პნევმონიას და ბრონქიოლიტს.